მორიგი ტესტი - რას ამბობს თქვენზე თქვენი ხელები?

მორიგი ტესტი - რას ამბობს თქვენზე თქვენი ხელები?

შესრულებას დაგავალებთ. მოიმარაგეთ სუფთა ფურცელი, საწერკალამი და დაიწყეთ

1. თითების გადაჯვარედინებით "პირამიდა" ააგეთ. თუ ზემოთ მარჯვენა ხელის დიდი თითი (ცერი) მოექცა დაიწერეთ 2 ქულა, თუ მარცხენასი – 1.

2. დაუმიზნეთ წარმოსახვით სამიზნეს, ისე რომ ცალი თვალი დახუჭული გქონდეთ.

თუკი დახუჭული თვალი მარჯვენაა 1 ქულა გერგებათ, თუ მარცხენა – 2

3. ახლა კი გულზე ხელები დაიკრიფეთ

თუ ზემოთ მარცხენა ხელის მტევანია დაიწერეთ 1, თუ მარჯვენა – 2

4. ტაშს როცა უკრავთ:

ზემოთ მარცხენა ხელის მტევანია, ქვემოთ მარჯვენა – 1 ქულა

თუ ზემოთ მარჯვენა ხელის მტევანია, ქვემოთ მარცხენა – 2 ქულა

ახლა კი ჩამოწერილი რიცხვების მიხედვით მონახეთ საკუთარი დახასიათება:

«2222» – ტიპური მემარჯვენე ხართ! ხასიათის სიმტკიცითა და კონსერვატორული აზროვნებით გამოირჩევით. საშინლად არ გიყვართ კამათი და დავა. სიმშვიდეს ამჯობინებთ ხმაურიან საუბარს.

«2221» – საკმაოდ ცვალებადი, მერყევი ტიპი ხართ. ხშირად გიძნელდებათ გადაწყვეტილების მიღება, მით უმეტეს, როცა ამის გაკეთება შეზღუდულ დროშია აუცილებელი.

«2212» – უსაზღვროდ კომუნიკაბელური, აქტიური და ძალიან მეგობრული ადამიანი ბრძანდებით. თუმცა პერიოდულად ზედმეტი კრიტიკულობა გიფუჭებთ საქმეს ურთიერთობებში.

«2111» – მოუსვენარი, დინამიკური, თუმცა დაუკვირვებელი და ინფანტილური ადამიანი ხართ. ამტკიცებთ, რომ თავად შეგიძლიათ საკუთარი ცხოვრების მართვა, არადა საქმე-საქმეზე რომ მიდგება, ყოველთვის ვიღაცისგან ითხოვთ დახმარებას.

«2211» – საკმაოდ იშვიათი კომბინაციაა. ლოიალური, რბილი და ამასთანავე ძალიან კონტაქტური ადამიანი ხართ. ხშირად გიჭირთ გაავლოთ ზღვარი ოცნებასა და რეალობას შორის.

«2122» – ანალიტიკური აზროვნების მქონე, პრაქტიკული და რეალისტი პიროვნება ხართ. ზოგჯერ ზედმეტად ცივი და უემოციო პიროვნებაც ჰგონიხართ ადამიანებს.

«2121 » – ასევე იშვიათი კომბინაციაა. მზგავსი თანწყობის რიცხვები ახასიათებთ ადამიანებს, რომლებიც ძალიან დაუცველები, ემოციურად მტვრევადები და აპათიურები არიან. მათ ყოველთვის სჭირდებათ გვერდით ვინმე, ვინც ფასეულ და ობიექტურ რჩევას მისცემს.

«1112» – ემოციური, ცოტა არ იყოს ეგოისტური და ამბიციებით სავსე ნატურა ხართ. გიყვართ რისკი და ავანტიურა. გარდა ამისა, ხშირად გიწევთ საკუთარი მოსაზრების ცხარე კამათითა და ჩხუბით დაცვა.

«1222» – ემოციური თუმცა ცვალებადი, მერყევი ხასიათის ადამიანი ხართ. კომუნიკაბელური და მეგობრულიც ხართ, რის გამოც ადამიანებს თქვენ კამპანიაში ყოფნა სიამოვნებთ.

«1221» – ძალიან ალალი, ბავშვურად მეამიტი და გამოუსწორებელი იპტიმისტი ადამიანი ბრძანდებით. სამწუხაროდ, თქვენი ამ თვისებებით, ბოროტად ხშირად სარგებლობენ სხვები.

«1122» – მეგობრული, სისადავის მოყვარული და უბრალო ადამიანი ხართ. გიყვართ საკუთარ თავში ქექვა და ფსიქოანალიზი. თუმცა, ქრონიკულად განიცდით დროის უკმარისობას.

«1121» – შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ბრძანდებით. ცხოვრებაზე ინფანტილური და ზედაპირული შეხედულება გაგაჩნიათ.

«1111» – ასპროცენტიანი მემარცხენე ხართ. კონსერვატორული აზროვნებით, საკმაოდ ემოციური, თუმცა გარეგნულად თავშეკავებული. გაგაჩნიათ მკვეთრი ინდივიდუალიზმი. იშვიათად ღალატობთ საკუთარ პრინციპებს.

«1212» – ძლიერი სულის, საკმაოდ პრინციპული და თავისნათქვამა პიროვნება ხართ. იშვიათად განიცდით წარუმატებლობას დასახული მიზნების მიღწევისას.

«1211» – ემოციური, ძალზე სენსიტიური და მეოცნებე ხართ. გიყვართ ფსიქოლოგია, ოკულტიზმი. ზოგადად მოგწონთ ირეალურ სამყაროში ცხოვრება. თუმცა მონდომების შემთხვევაში საკმაოდ მიზანსწრაფულიც შეიძლება გახდეთ, დასახული ჩანაფიქრის შესრულებისას.

«2112» – ზედაპირული, ძალიან მჩატე და ბავშვური ხასიათი გაგაჩნიათ. ადვილად იძენთ მეგობრებს და თაყვანისმცემლებს. ახალ-ახალ გასართობსაც მარტივად პოულობთ ცხოვრებაში.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?