მფლანგველი ხართ თუ ხელმომჭირნე, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

მფლანგველი ხართ თუ ხელმომჭირნე, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ ზოდიაქოს ნიშნებს სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება აქვთ ფინანსების მიმართ. ზოგიერთი მხარჯველია, ზოგიც პირიქით - ხელმომჭირნე და ძუნწი.

ყველაზე ხელმომჭირნე (სიძუნწემდე დასული ხელმომჭირნეობა) აღმოჩნდა, რომ ქალწულებს ახასიათებთ – 97%.

მათ ცოტათი ჩამორჩებიან თხის რქები – 88%.

შედარებით უფრო გონივრული ეკონომია ახასიათებთ კუროებს – 76%.

მეტ-ნაკლებად არიან მიდრეკილნი სიძუნწისკენ წყლის სტიქიის ნიშნები, მაგრამ მათგან მხოლოდ ორი. მათ უფრო ფრთხილ დამოკიდებულებას ვხვდებით ფინანსების მიმართ ვიდრე ხელმომჭირნეობას.

კირჩხიბები იკავებენ ამ მხრივ სამეულის სათავეს – 97%.

ფულის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ მორიელებს. ისინი ხან უზომოდ ბევრს ხარჯავენ, ხანაც კაპიკს კაპიკზე აწებებენ – 88%.

ჰაერის სტიქიის ნიშნებს შორის ყველაზე წინდახეული ფინანსების კუთხით მერწყულია – 98%. მერწყულებს არ უყვართ ფულის არც სესხება, არც გასესხება. თუმცა, სიამოვნებით ხარჯავენ თანხას საქველმოქმედო მიზნებით.

შედარებით ნაკლებად გლობალისტურია სასწორის დამოკიდებულება ფინანსების მიმართ. თუმცა, სასწორიც საკმაოდ წინდახედული ნიშანია ამ მხრივ – 89%.

ცეცხლის ნიშნებში ყველაზე სტაბილურ და წინდახედულ ნიშნად ასტროლოგებმა საფინანსო საკითხებთან მიმართებაში ლომი მიიჩნიეს. მართალია, ლომებს ხელგაშლილობაც არანაკლებ ახასიათებთ, თუმცა ისინი ყოველთვის იცავენ ზომიერებას საიმისოდ, რომ კოლოსალურ ვალებში არ ამოყონ თავი. ლომების მაჩვენებელი – 96%.

დაბოლოს, ყველაზე მფლანგველი ნიშნების კატეგორიაში მოხვდნენ:

მშვილდოსნები – 98%

ტყუპი – 91%

თევზები – 89%

და ვერძი – 84%

ზემოთ ხსენებული ნიშნის წარმომადგენლები, როგორც წესი, ყოველთვის დაუფიქრებლად ეპყრობიან ფინანსებს და საკმაოდ დიდი ოდენობის თანხის განიავებაც შეუძლიათ დაუნანებლად.