, მესამე – სავსემთვარეობით. მეორე კვირას მთვარე იმატებს; მეოთხეს – იკლებს.
მთვარის მატების დროს სასურველია ახალი საქმეების დაწყება. მთვარის კლების დროს – დაწყებული საქმეების დასრულება, დიეტის დაცვა, ორგანიზმის გაწმენდა.
კანი
სილამაზისა და ჯანმრთელობის პროცედურები უმჯობესია მთვარის კალენდარის მიხედვით დაგეგმოთ. გახსოვდეთ, რომ მთვარის მატებასთან ერთად ორგანიზმი იღებს ენერგიას. ამიტომ ასეთ დროს კარგია მკვებავი ნიღბების გაკეთება. მთვარის კლების დროს კი ლაქების, ფერიმჭამელების, ჭორფლის მოშორება.
კანის მოვლისთვის ყველაზე კარგი დღეებია, როცა მთვარე მიწის სტიქიის ნიშნებში ( კურო, ქალწული, თხის რქა ) გადის.
ლაქებისა და სხვა პრობლემებისგან გასათავისუფლებლად კარგია წყლის დღეები ( კირჩხიბი, მორიელი, თევზები ).
თმა
ახლა რაც შეეხება ვარცხნილობას. თუ გსურთ, თმა სწრაფად გაგეზარდოთ, მთვარის მატების დღეებში შეიჭერით. ხოლო, თუ გსურთ, დიდხანს შეინარჩუნოთ ვარცხნილობა, – სავსემთვარეობაზე. განსაკუთრებით იმ დღეებში, როცა მთვარე ლომის ან ქალწულის ზოდიაქოს გადის. სხვათა შორის, სავსემთვარეობა თვის ყველაზე სტრესული პერიოდია. დაგროვილი უარყოფითი ენერგია თმის ბოლოებში გროვდება და უმჯობესი იქნება თმის ბოლოების ოდნავ შემოკლებით გათავისუფლდეთ უარყოფითი ენერგიისგან. მთვარის კლების პერიოდში უმჯობესია, საერთოდ არ მიაკითხოთ დალაქს. ამ დღეებში ენერგია კლებულობს და თუ თმას შეიჭრით, ენერგიაც გამოგეცლებათ. თუ ვერ ითმენთ და მაინც გსურთ თმის შეჭრა, მოერიდეთ ისეთ დღებს, როცა მთვარე გადის თევზებისა ან კირჩხიბის ზოდიაქოს.
თმის შეღებვას მთვარის მატების დროს გირჩევთ. ასეთ დღეს შეღებილი თმა უფრო დიდხანს ინარჩუნებს ფერს. კლების დროს შეღებილი კი მალე კარგავს ფერს.
აქვე ორი სიტყვით ეპილაციაზეც მოგახსენებთ. კარგი დღეა ეპილაციის გაკეთება, როცა მთვარე კლების დროს თხის რქის ზოდიაქოში გადაინაცვლებს. აგრეთვე, კლების დროს. გარდა იმ დღეებისა, როცა მთვარე ლომისა და ქალწულის ზოდიაქოს გადის. ცუდია მთვარის მატების დროს ლომისა და ქალწულის ზოდიაქოში.
ფრჩხილები
ფრჩხილების მოწესრიგებისთვის საუკეთესო დღე პარასკევია. აგრეთვე დღეები, როცა მთვარე თხის რქის ზოდიაქოს გადის. მაგრამ ასეთი დღის ლოდინი შეიძლება დიდხანს მოგიწიოთ. ამიტომ, მოერიდეთ ფრჩხილების მოვლად იმ დღეებში როცა მთვარე გადის თევზების ან ტყუპის ზოდიაქოს.
თუ ჩაბრუნებული ფრჩხილი გაწუხებთ, მისგან მთვარის კლების დროს გათავისუფლდით.