მზე ქალწულის ზოდიაქოშია – დადგა დრო ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ

მზე ქალწულის ზოდიაქოშია – დადგა დრო ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ

ზოდიაქო. პრინციპში, "ლომების" პერიოდი არც არასოდესაა მშვიდი და დალაგებული, 2008 წლის მოვლენების გახსენებაც კმარა ამ მხრივ (ნუ დაგვავიწყდება, რომ მზე მაშინაც ლომის ზოდიაქოს გადიოდა!). თუმცა, ამჯერად უკვე ქალწულის მმართველობაშია სადავეები და ადამიანებსაც თანდათან უნდა დაუბრუნდეთ საღი აზრის, დეტალური ანალიზისა და სიტუაციის გაცილებით უფრო ცივი გონებით გაანალიზების უნარი.

ქალწული ზოდიაქოს მეექვსე ნიშანია, რომელიც თავის მხრივ მსახურების, მკურნალობის, შრომის სახლს მართავს. ქალწულები ყველაზე მუყაითი და გამრჯე ადამიანები არიან. ამიტომ იშვიათად შეხვდებით ამ ნიშნით დაბადებულ მუქთახორა ადამიანს, თუ მაინც იცნობთ ასეთ ეგზემპლარს დამიჯერეთ, მას პირად რუკაში ლომის ზოდიაქოს დიდი გავლენა ექნება დაფიქსირებული.

ზოდიაქოს ამ ნიშნით ქვეყანას არაერთი კარგი და პროფესიონალი ექიმი ევლინება. ქალწულის ნიშანი ხომ ასტროლოგების ენაზე "მედიკოსების ნიშნადაცაა" აღიარებული. ზრუნვა სხვების მიმართ ეს ქალწულებს სისხლში აქვთ გამჯდარი. ამასთან ერთად, ამ ხალხს განსაკუთრებული დამოკიდებულება გააჩნია პირადი ჰიგიენის, კვებისა და ზოგადად ჯანმრთელი ცხოვრების პროპაგანდის მიმართ. აქედან გამომდინარე, შეგიძლიათ თამამად ენდოთ ხოლმე თქვენი მეგობარი ქალწულის რჩევებსა და რეკომენდაციებს ამ მხრივ.

ამ ნიშნით დაბადებულები ვიზუალურად ყოველთვის მოვლილად და ჰიგიენურად გამოიყურებიან. მათ შორის ხშირად ვხვდებით ლამაზ და ჰარმონიული ვიზუალის მქონე ადამიანებს. თუმცა, თანდაყოლილი სისადავის გამო, ისინი იშვიათად იქცევენ (ან არ ცდილობენ მიიქციონ) საზოგადოების ყურადღება საკუთარი იმიჯითა და ჰაბიტუსით. ამაში ქალწულისთვის დამახასიათებელ სიმორცხვესაც მიუძღვის ლომის წილი. ეს ხომ ყველაზე თვითკრიტიკული და ასოციალური ნიშანია.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?