2016 - ნაკიანი წელი: რჩევები, ნიშნები და დაკვირვებები

2016 - ნაკიანი წელი: რჩევები, ნიშნები და დაკვირვებები

დედამიწა მზის გარშემო ბრუნვას 365 დღეს, 5 საათს, 48 წუთსა და 46 წამს ანდომებს. 4 წელიწადში ერთხელ ერთი დღის დამატება თითქმის 6-საათიანი სხვაობის შესავსებად ემატება კალენდარს.

ძალიან ბევრი ნაკიან წელიწადს შიშით ელოდება, მაგრამ თუ ჩვენს რჩევებს გაითვალისწინებთ, წელი მშვიდობიანად ჩაივლის.

ძველად მიაჩნდათ, რომ ნაკიან წელს არ შეიძლებოდა ცვლილებები: ქორწინება (ჯვრისწერა და ხელის მოწერა), განქორწინება, ეცადეთ, შეძლებისდაგვარად არ შეიცვალოთ მისამართი და სამსახური.

თუ ქორწინება მაინც გადაწყვიტეთ, პატარძალს გრძელი კაბა უნდა ეცვას. რაც უფრო გრძელი იქნება კაბა, მით დიდხანს შეინარჩუნებს წყვილი ოჯახს.

ქორწინების შემდეგ არ გააჩუქოთ არც კაბა, არც ფატა, თაიგული ან სხვა აქსესუარი.

სასურველია, პატარძალმა საქორწინო ბეჭედი ხელთათმანის ზემოდან არ გაიკეთოს.

სასიძომ ფეხსაცმელში მონეტა უნდა ჩაიდოს, რათა ოჯახი სიღარიბისგან დაიცვას.

ძველად მიაჩნდათ, რომ ნაკიან წელს განსაკუთრებული, გამორჩეული ბედის ბავშვები იბადებოდნენ. ისინი დიდხანს იცოცხლებდნენ. სასურველია, მოუნათლავ პატარს სისხლით ნათესავი შეურჩიოთ ნათლიად.

საინტერესო რიტუალი არსებობს 29 თებერვალს დაბადებულ ბავშვის იუბილის აღნიშნვასთან დაკავშირებით. თუ ბავშვი 29 თებერვალს ღამის 12 საათიდან დილის 6 საათამდე დაიბადებოდა, დაბადების დღეს 28-ში უხდიდნენ; თუ დილის 6 საათიდან 12 საათამდე დაიბადებოდა, 2 წელი 28 თებერვალს უხდიდნენ, შემდეგ პირველ მარტს. თუ ბავშვი 12 საათიდან საღამოს 6 საათამდე დაიბადებოდა. პირველ წელს 28 თებერვალს, მომდევნო დაბადების დღეებს 1 მარტს უხდიდნენ. ხოლო, თუ პატარა 18:00 საათის შემდეგ დაიბადებოდა, მის იუბილეს ყოველწლიურად 1 მარტს აღნიშნავდნენ.

ნაკიან წელს დაფეხმძიმებულ ქალს მშობიარობამდე თმის შეჭრა ეკრძალებოდა, რადგან მიაჩნდათ, რომ ბავშვი ავადმყოფი, სუსტი დაიბადებოდა.

2016 წელს მაქსიმალურად მოერიდეთ სოკოების შეგროვებას.

არ შეხვიდეთ ტაძარში, როცა იქ მიცვალებული ასვენია.

ნაკიან წელს, მკითხაობა დაუშვებელია. ძველად მიაჩნდათ, რომ ადამიანს ბედნიერება წაერთმეოდა.

მოერიდეთ შინაური ცხოველებისა და ფრინველების გაყიდვას, გაცვლას.

დაბოლოს, ნაკიანი წლები დადგება: 2020, 2024, 2028, 2032, 2036, 2040 და მომდევნო, ყოველ 4 წელიწადში ერთხელ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?