ნამდვილი სიყვარული რომ იპოვნოთ - რჩევები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ნამდვილი სიყვარული რომ იპოვნოთ - რჩევები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რომ მარტოც კარგად ვგრძნობთ თავს და სრულყოფილებისთვის პირადი ბედნიერება სულაც არ გვჭირდება – მტკნარი სიცრუეა ეს. თუმცა, ადამიანების დიდი ნაწილი ხშირად აბსოლუტურად არასწორად, არაშესაფერის ადგილებში და სრულიად შეუსაბამო ხალხს შორის ეძებს თავის პოტენციურ "მეორე ნახევარს". ასტროლოგები ამტკიცებენ, საიმისოდ, რომ ჭეშმარიტი სულიერი მეგობარი და პარტნიორი მონახოთ, საჭიროა ზუსტად იცოდეთ სად ჯობია მისი ძებნა.

ვერძმა მეწყვილე აქტიურ ხალხს შორის უნდა ეძებოს – შინაყუდა და ასოციალური ტიპი თქვენი შესაფერისი არ არის. ეძებეთ გულისსწორი ლომებს, მშვილდოსნებს, მერწყულებს, ტყუპსა და მორიელებს შორის. აქტიური სპორტი, ცეკვები, ქალაქგარეთ ლაშქრობა, დისკოთეკა ეს ის ადგილები, სადაც ამ ტიპის ხალხი ეტანება.

კუროს სტაბილური, ოჯახური იდილიის მოყვარული პარტნიორი სჭირდება. ამიტომ მან მეწყვილე ქალწულების, კირჩხიბების, თხის რქების, სასწორების და თევზების რიგებში უნდა მონახოს. ასეთ ხალხს თქვენ მყუდრო ოჯახურ რესტორანში, კულინარიულ კურსებზე, საოჯახო ტექნიკის მაღაზიაში, ბანკში ან საგამოფენო დარბაზში იპოვნით.

ტყუპს

აქტიური და კომუნიკაბელური მეორე ნახევარი ესაჭიროება. მომატებული ინტელექტუალური აქტივობით. მან მეწყვილე მშვილდოსნის, ვერძის, მერწყულის, ლომის ან სასწორის ნიშნით დაბადებულებში უნდა მონახოს. ასეთი ხალხის პოვნა ტელევიზიაში, პოლიტიკურ სფეროში, საგამომცემლო ინდუსტრიაში, ინტელექტუალურ კლუბებშია შესაძლებელი.

კირჩხიბს ემოციურად თბილი, მზრუნველი მეორე ნახევარი სჭირდება. მისი იდეალური წყვილი კუროს, თხის რქის, ქალწულის, თევზების და მორიელის ნიშნით დაბადებულებს შორის მოიძებნება. ასეთი ადამიანის პოვნა კირჩხიბს ფსიქოლოგიურ ტრენინგზე, საოჯახო/სანათესავო შეკრებისას (ქორწილი, ქელეხი), სოციალური პროექტების დაგეგმვისას ან სამსახურში, ახლო გარემოცვის თანამშრომელებს შორის შეუძლია.

ლომს ეფექტური, საზოგადოებაში კარგი იმიჯის მქონე, გულუხვი და ღირსეული მეწყვილე სჭირდება. ისეთი, რომელსაც თავის დაჭერა და მანერები არსად შეეშლება. ასეთი შეიძლება იყოს თხის რქა, მშვილდოსანი, ტყუპი, მერწყული, სასწორი. მსგავსი ადამიანის გაცნობას ლომი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე, მნიშვნელოვან კორპორატიულ ივენთზე ან რაიმე ტიპის გასართობ ღონისძიებაზე შეძლებს.

ქალწულს მოწესრიგებული, გაწონასწორებული და წინდახედული მეორე ნახევარი ესაჭიროება. მან მეწყვილე კუროს, თხის რქის, სასწორის, მორიელის ნიშნებში უნდა მონახოს. ასეთი ადამიანის გაცნობა ქალწულს სამსახურში, სამედიცინო დაწესებულებაში ან საფინანსო ორგანიზაციებში, ოფიციალურ შეხვედრებზე შეუძლია.

სასწორი ჰარმონიისკენ ისწრაფვის მუდამ. მას ბუნებით ესთეტი, რბილი და ლოიალური პარტნიორი ესაჭიროება. მისთვის კარგი მეწყვილე იქნება კურო, ლომი, ტყუპი, მერწყული. ნაცნობობა შეიძლება შედგეს რაიმე ტიპის სახელოვნებო ღონისძიებაზე, შემოქმედებით პროექტზე მუშაობისას, მნიშვნელოვან მოლაპარაკებებზე ან უბრალოდ, განტვირთვის პერიოდში სადმე ღამის კლუბში, კონცერტზე ან ივენთზე.

მორიელი ემოციურად ღრმა, ვნებიან და შინაგანად ძლიერ პარტნიორს საჭიროებს. მისთვის იდეალური იქნება თხის რქა, კირჩხიბი, ვერძი, თევზები ან სასწორი. ასეთი ადამიანის გაცნობას იგი სამეცნიერო სფეროში, ექსტრემალური სპორტის სახეობით გატაცებისას, რელიგიურ-ფსიქოლოგიური დისკუსიის დროს შესძლებს.

მშვილდოსანი იხიბლება მეგობრული, მხიარული და მარტივი ადამიანებით. მისთვის იდეალური წყვილია ტყუპი, სასწორი, ვერძი, ლომი და მერწყული. მსგავსი პარტნიორი მშვილდოსანს შეუძლია მოგზაურობისას, მეგობრების წრეში გამართულ პიკნიკზე ან სასწავლო დაწესებულებაში გაიცნოს.

თხის რქა აფასებს გაწონასწორებულ, პროფესიულად ამბიციურ და მიზანსწრაფულ ადამიანებს. მისთვის კარგი წყვილია მორიელი, კურო, ქალწული ან ლომი. ასეთ ადამიანს თხის რქა პროფესიულ შეკრებებზე, საქმიანი მოლაპარაკებისას ან ოფიციალურ ივენთზე შეიძლება შეხვდეს.

მერწყული მკვეთრი ინდივიდუალიზმით გამორჩეული, ინტელექტუალური ადამიანებით იხიბლება. მისთვის იდეალური პარტნიორია ვერძი, სასწორი, ტყუპი, მშვილდოსანი ან თხის რქა. გაცნობის ადგილი შესაძლოა სამეგობრო წრე იყოს ან სულაც ინტერნეტ-მიმოწერით მოხდეს პოტენციური პარტნიორის "აღმოჩენა".

თევზებისთვის უმთავრესი კრიტერიუმი ბედნიერი პირადი ცხოვრებისა არის რბილი, მზრუნველი და ემოციურად თანამგრძნობი მეორე ნახევარი. თევზის იდეალური პარტნიორია კირჩხიბი, თევზები, კურო, მორიელი და მშვილდოსნი. გაცნობა შესაძლოა მოხდეს მოგზაურობისას, კინოთეატრში ან საინტერესო ლიტერატურულ საღამოზე.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?