ნოემბრის ფინანსური და ბიზნეს ჰოროსკოპი

ნოემბრის ფინანსური და ბიზნეს ჰოროსკოპი

სწორად მისი პირველი ნახევარი ექსპანსიური და რისკიანი მორიელის პერიოდს ემთხვევა. ასტროლოგიურად მორიელი ზოდიაქოს მერვე სახლის მმართველია, რომელიც თავის მხრივ ფინანსებს, სხვის ფინანსებს, საბიუჯეტო და საერთო ხარჯებს, მემკვიდრეობისა და ბიზნესის თემატიკას "კურირებს". ამიტომ ვფიქრობ, უპრიანი იქნება, წლის ამ ყველაზე აქტიურ პერიოდში ფინანსური თვალსაზრისით, მოგაწოდოთ ინფორმაცია იმაზე თუ როგორი იქნება ნოემბერი ეკონომიკური თვალსაზრისით კონკრეტულად თქვენთვის და ზოგადად...

ნოემბრის დასაწყისში დაახლოებით 13-15 ნოემბრამდე ისეთი სპეციფიკური საქმიანობით დაკავებულ ადამიანებს უმართლებთ ფინანსურად, ვისი სამუშაოც სამეცნიერო კვლევას, ან არტ-დილერის პროფესიას უკავშირდება. ეს კარგი პერიოდია ფინანსური სახსრების მოსაზიდად მათთვის, ვინც ორგანიზებას უწევს სხვათა შემოქმედებითი ტალანტის მოძიება-წარმოჩენის საკითხს. თქვენ შეგიძლია ამ პერიოდში იპონოთ კარგი და პერსპექტიული სპონსორები სამომავლოდ, გრანდიოზული გეგმების განსახორციელებლად.

მორიელის ზოდიაქო ყოველგვარ უკიდურესობებს შეესაბამება, ამიტომ ნოემბრის თვის უმთავრესი ფინანსური აქცენტიც ზუსტად ის გახლავთ, რომ ფულთან მიმართებაში არც ძალიან იძუნწოთ, არც ზედმეტი ხელგაშლილობით სცადოთ გარშემო მყოფთა გაკვირვება. "ოქროს შუალედის" პოვნა ახლა, როგორც არასდროს ისე საჭიროა.

10-15 ნოემბრის პერიოდი განსაკუთრებით პოზიტიური და ფინანსურად პერსპექტიული იქნებ ა ბევრისთვის, გამომდინარე იქედან, რომ ცაზე ერთბაშად რამდენიმე პლანეტის დადებითი ასპექტაცია ფიქსირდება. ეს პირველ რიგში მათ წისქვილზე დაასხამს წყალს, ვისაც აქვს შანსი უმაღლეს ეშელონებში მყოფი მფარველების დახმარება გამოიყენოს. კარგი პერიოდია ზოგადად საიმისოდ, რომ ზემდგომებს სთხოვოთ რამე ან უბრალოდ მათთან ერთად განიხილოთ სამომავლო პროექტები. ამ პერიოდში ზოგიერთი ჩვენგანი დამატებით შემოსავლის წყაროსაც გაიჩენს ჰობის ან აქამდე მარტოოდენ გასართობად ჩათვლილი საქმიანობის მეშვეობით. მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ეს საქმიანობა მოკლევადიანი და გამომუშავების მხრივ ნაკლებსტაბილური იქნება. პროფესიული წინსვლის შანსი ან სულაც სამუშაო ადგილის ცვლის რეალური პერსპექტივა გაუჩნდება მათ, ვინც მოღვაწეობს ისეთ სფეროებში ,რომელიც სხვების დახმარებას ან სწავლებას ითვალისწინებს - მწვრთნელებს, კონსულტანტებს, მასწავლებლებს, ლექტორებსა და მედიკოსებს.

16-19 ნოემბრის შუალედში მზისა და მერკურის დადებითი ასპექტის გამო, აქტიური პერიოდი დგება მედიაში მომუშავე ინდივიდებისთვის პროფესიული კუთხით. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მზე მერკურთან ერთად მორიელის ზოდიაქოში იმყოფება და სიფრთხილით მოვეკიდოთ ნებისმიერი ტიპის ინფორმაციას, რომელსაც ვავრცელებთ - ვაი და იგი ზედმეტად "ტოქსიკური" გამოდგეს საზოგადოებისთვის.

უკვე 20 ნოემბრიდან თვის ბოლომდე ყურადღება მიაქციეთ ახალ ნაცნობობას და საქმიან კავშირებს, რომელსაც ამყარებთ. ამ პერიოდში მატულობს რისკი იმისა, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა მარტოოდენ საკუთარი იმიჯის წარმოჩენის მიზნით გამოგიყენოთ თქვენ და თქვენი შესაძლებლობები.

დაბოლოს, თვის მიწურულს, აქტიურ ფაზაში შედის პროფესიული და ფინანსური აღმასვლის შანსები მათთვის, ვისი საქმიანობაც არქიტექტურას, დიზაინს, მოდას უკავშირდება. ეს კარგი პერიოდია ასევე ბუღალტრებისა და მენეჯერებისთვისაც იმიტომ რომ, ფორტუნა დროის ამ მონაკვეთში უღიმის მათ, ვისი სამუშაოც ხელის სისწრაფეს და დეტალურ გათვლებს უკავშირდება.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?