აგრესიას და კონფლიქტურობას ამჩნევთ, მეტიც - თავადაც გიძნელდებათ ემოციების კონტროლი უნდა იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი უმნიშვნელოვანეს კოსმიურ მოვლენას - მზის სრულ დაბნელებას უკავშირდება, რომელიც 2015 წლის 20 მარტს, ანუ სულ რამდენიმე დღეში დადგება.
თუმცა, როგორც ასტროლოგები ხუმრობენ, "დაბნელებები წყვილად დადიან" ამიტომ მხოლოდ ამ ერთი დაბნელებით არ შემოფარგლება კოსმოსი და აპრილის 4 რიცხვში მზის დაბნელებას, მთვარის დაბნელებაც "გაუმაგრებს ზურგს". თუმცა, ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. მანამდე კი გეტყვით, რომ მზის დაბნელება მამაკაცურ ენერგეტიკაზე უფრო აისახება (ამიტომ შესაბამისად ამ დღეს და პლუს-მინუს ორი სამი დღით ადრე ან გვიან მამაკაცები უფრო იგრძნობენ დაძაბულობას), ხოლო მთვარე მოგეხსენებათ ქალური საწყისის სიმბოლოა და იგი ქალებზე მოახდენს უკვე გავლენას. გარდა ამისა, დაბნელება ააქტიურებს დიდ კოსმიურ ენერგეტიკას, რის ხარჯზეც ამ დღეს არ არის სასურველი არანაირი სახლის კონფლიქტის წამოწყება ან მით უმეტეს უკვე წამოწყებულ დაპირისპირებაში ჩაბმა.
გახსოვდეთ, ამ პერიოდში დაწყებულმა დაპირისპირებებმა სამომავლოდ შესაძლოა შეუქცევადი ხასიათი მიიღოს და ფატალური მოვლენების მთელი რიგი ჯაჭვის პირველწყარო გახდეს.
20 მარტს მზე თევზების ზოდიაქოს ერთ-ერთ კრიტიკულ, ბოლო გრადუსზე ბნელდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში აქტიური იქნება კოლექტიური საკითხები - ინდივიდსა და კოლექტივს შორის დაპირისპირება და დავა. შესაბამისად, გამორიცხული არ არის ზუსტად ამ დღეს წარმოიქმნას ბევრ სტრუქტურაში კორპორატიული ინტრიგების დიდი კერა და კონფლიქტური სიტუაცია.
ამიტომ თუკი თქვენ ზუსტად ამგვარი გაუგებრობის ეპიცენტრში მოხვდით, ჩემი კეთილი რჩევა იქნება, მაქსიმალური სიმშვიდე შეინარჩუნოთ და უკეთეს შემთხვევაში, ურბალოდ გაარიდოთ სიტუაციას თავი . მოერიდეთ ამ დღეს ნებისმიერი ფორმით ცინიზმის, აგრესიის, ინტრიგის გამოვლინებას. არ იჭორაოთ სხვებზე, ნაკლებად განიკითხეთ ვინმეს საქციელი.
მიმდინარე პერიოდის გადალახვა ყველაზე მეტად ემოციური თვალსაზრისით თევზების, ტყუპის, ქალწულის და მშვილდოსანის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს გაუჭირდებათ
.
თევზების ზოდიაქო იდუმალებით მოცული, მისტიკური ზოდიაქოა. შესაბამისად, ამ დღეს მომხდარი მოვლენების მთავარ არსს და დანიშნულებას ბევრი ჩვენგანი ოდნავ მოგვიანებით მიხვდება და გააცნობიერებს. გარდა ამისა, ნეპტუნი - თევზების მმართველი პლანეტა სიტუაციას ორსახოვნების, ქაოსურობისა და გაურკველობის ბურუსში გახვევს, რის ხარჯზეც ძნელი გახდება ობიექტურად გავარკვიოთ სად გადის ზღვარი კარგსა და ცუდს შორის. აი, რატომაა აუცილებელი ამ დღეებში მაქსიმალური ლოიალურობისა და დიპლომატიის გამოვლინება. ნებისმიერი ინფორმაცია და ჭორი, რომელსაც ამ დღეებში მოისმენთ ან გაიგონებთ, შესაძლებელია სავსებით არ შეესაბამებოდეს არსებულ რეალობას . გამომდინარე აქედან ნუ აჩქარდებით გადაწყვეტილების მიღებისას გაკიცხოთ ან განიკითხოთ ვინმე, მით უმეტეს ნუ შეეცდებით ჭორების და გადაუმოწმებელი ინფორმაციის ნიადაგზე კონფლიტის გაჩაღებას.
ეს დღეები კარგია გამოიყენოთ შემოქმედებითი იდეებისა და პროექტების დასაგეგმად. ფინანსური ოპერაციების დასარეგულირებლად, კარგი იქნება თუკი უშუალოდ 20-22 რიცხვში დააპროგრამებთ თავს ფინანსურ კეთილდღეობაზე, ჩაიფიქრებთ კონკრეტულ მატერიალურ სურვილებს, დასახავთ გეგმებს ფინანსური შემოსავლის გასაზრდელად. თუმცა ეს ის პერიოდი არ არის, როცა სასურველია აწარმოოთ კონკრეტული, მსხვილბიუჯეტიანი დაბანდებები ან გააკეთოთ დიდი შენაძენი.
ასევე ნუ დაგეგმავთ უშუალოდ ამ დღეს მნიშვნელოვან შეხვედრებს, საქმიან შეთანხმებას ან ოფიციალური საბუთების გაფორმებას. ნუ გაასესხებთ ან ისესხებთ თანხას. ნუ შეეცდებით მიიღოთ რადიკალური გადაწყვეტილება, მით უმეტეს თუკი იგი პირად ურთიერთობებს ეხება. იყავით მაქსიმალურად გულწრფელი როგორც საკუთარ თავთან, ისე პარტნიორებთან. მოერიდეთ განსჯას, კრიტიკას და ცინიკურ შენიშვნებს.
და რაც ყველაზე მთავარია, მაქსიმალური სიმშვიდით და ემოციის კონტროლით გაატარეთ მიმდინარე კვირა, საიმისოდ რომ სამომავლოდ თქვენს ცხოვრებაში დადებით და პოზიტიურ ძვრებს დაუდოთ საფუძველი და თავი დაიზღვიოთ ნეგატიური მოვლენებისგან.