"ოცნების კაცების" ჰოროსკოპი - ვინ შეგისრულებთ ყველა სურვილს და თქვენს ინტერესებს საკუთარზე წინ დააყენებს?

"ოცნების კაცების" ჰოროსკოპი - ვინ შეგისრულებთ ყველა სურვილს და თქვენს ინტერესებს საკუთარზე წინ დააყენებს?

როგორც ასტროლოგიურმა გამოკვლევებმა ცხადყო, არსებობს კონკრეტული სია ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით იმ მამრებისა, ვისი ხასიათიც მეტ-ნაკლებად შეესაბამება ყველა ქალბატონისთვის სასურველი პარტნიორის პორტრეტს...

სიის სათავეში ვერძები მოხვდნენ

როგორც გაირკვა, ვერძ მამაკაცს გააჩნია უნარი საკუთარ თავზე აიღოს ქალზე პასუხისმგებლობისა და ზრუნვის საკითხი, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მან ზუსტად იცის, რომ "ცალ კარში" არ უხდება თამაში. ამასთან ერთად, ვერძი საკმაოდ გულუბრყვილო და ალალი ტიპაჟია. შესაბამისად, მასთან თქვენი წარსულის "დახურულ თემად" გამოცხადებაც მარტივად გამოგივათ.

ლომი

ლომი ბუნებით იდეალისტია. ამიტომ ქალი, რომელიც მისი გულის დაპყრობას მოახერხებს, მშვიდად უნდა იყოს მომავალში. ლომისთვის თუ დედოფალი გახდით, იგი არაფრის დიდებით არ ჩაანაცვლებს თქვენს კანდიდატურას საეჭვო წარმომავლობის მქონე სეფექალებით. გარდა ამისა, ლომი მამრი გულუხვი, კეთილი და დიდსულოვანია. ყოველთვის უზრუნველგყოფთ ფინანსურად და არც სითბო მოგაკლდებათ მის გვერდით. ოღონდ თქვენ, ხანდახან მისი მეფური გამოხტომებიც უნდა აიტანოთ.

კურო

კუროების უმრავლესობა მეოჯახე და მზრუნველია. ამიტომ გასაკვირი არც არის ის ფაქტი, თუ რატომ დაიკავა კურომ საპატიო ადგილი იდეალური მამრების სიაში. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ კურო მიწის სტიქიის წარმომადგენელია, ამიტომ იგი ვერძივით არ გაგანებივრებთ განუსაზღვრელი ბიუჯეტითა და სასურველი ნივთების შესაძენად ყოველთვის მასთან მოგიწევთ შეთანხმება.

ტყუპი

სანამ პირს დააღებდეთ აღშფოთების გამოსათქმელად იმის თაობაზე, თუ როგორ მოხვდა ტყუპი ამ სიაში, მინდა გირჩიოთ, ბოლომდე წაიკითხოთ თუ სტატია არა, ეს აბზაცი მაინც. ტყუპი მამაკაცი ასტროლოგებმა იდეალურ პარტნიორად არა ხანგრძლივი ოჯახური ცხოვრების, არამედ მოკლევადიანი და ლამაზი ურთიერთობისთვის მიიჩნიეს. ტყუპი ზუსტად ის კაცია, რომელთანაც შეგიძლიათ თავისუფლად გააჩაღოთ მხურვალე საკურორტო რომანი – სამოქალაქო ქორწინების პერსპექტივით, ან მოგზაურობისას გაითამაშოთ მასთან ერთად "თაფლობის თვე" პარიზში. მოკლედ, მისგან კარგი "ფიქტიური ქმარი" გამოგივათ..

კირჩხიბი

კირჩხიბები რომ მეოჯახეები არიან, ამას ნებისმიერი ასტროლოგი დაგიდასტურებთ. მათი უმრავლესობა გიჟდება საკუთარ სახლზე და ნებისმიერ ფასეულ რამეს ეზიდება იქითკენ, მათ რიცხვში სასურველ მანდილოსანსაც. ამასთან ერთად, კირჩხიბს ხშირად თავადაც ეხერხება სიმყუდროვის შექმნა და კერძების მზადება, რასაც ტრადიციულად ქალის მოვალეობად მიიჩნევენ კაცები. ამიტომ ცოლს კიბო მამაკაცი ამ მხრივაც გაანებივრებს.

როგორი პაციენტი იქნებოდით საგიჟეთში, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - დახასიათება, რომელზეც ბევრს იცინებთ

8 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაქორწინდე რთული ხასიათის გოგოზე

მთელი ეპოქის დასასრული და ახლის დასაწყისი მთვარის დაბნელება - "მოიშორეთ ყველაფერი, რაც მოსაშორებელია, დატოვეთ მხოლოდ ჯანსაღი ურთიერთობები"