შესაბამისად, ყველას გაგვაჩნია ამქვეყნად ჩვენ-ჩვენი ნაკლი და ღირსება. ასტროლოგიურად თუ მივუდგებით საკითხს, ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშანი გამოირჩევა ცუდი და კარგი თვისებებით. ამასთან ერთად, ზოგიერთს აქვს ის თვისება, რომელიც შეგვიძლია მისგან ვისწავლოთ და გავეჯიბროთ ამაში. დღეს მოგიყვებით რა შეგიძლიათ ისწავლოთ დადებითი თითოეული ზოდიაქოს ნიშნისგან...
ვერძისგან სიმამაცე და ბრძოლა ისწავლეთ.
კუროსგან - კომფორტის შექმნის ხელოვნება და ცხოვრებით ტკბობა.
ტყუპისგან - ინფორმაციის მოძიება-გაცემის უნარი, სიტუაციის სწრაფი ანალიზი.
კირჩხიბისგან - ზრუნვა და ოჯახის პატივისცემა.
ლომისგან - დიდსულოვნება და სხვებზე პასუხისმგებლობის აღების უნარი.
ქალწულისგან - დეტალებში სიტუაციის არსის დანახვის ნიჭი, წესრიგი.
სასწორისგან - სითბოს ღიად გამოხატვა, დიპლომატია.
მორიელისგან - ადამიანების ცნობა, ნებისყოფა და გამძლეობა.
მშვილდოსნისგან - მასშტაბურად ხედვის ნიჭი, ოპტიმიზმი.
თხის რქისგან - მუხლჩაუხრელი შრომა, საკუთარი პრინციპების ერთგულება.
მერწყულისგან - ჭეშმარიტი მეგობრობა, ჰუმანიზმი.
თევზებისგან - თავგანწირული სიყვარული, თანაგრძნობის უნარი.