და იდუმალებით მოცული მეცნიერებაა. მისი სწავლა დიდ დროს, შემართებასა და ერთგულებას მოითხოვს, თუმცა ბევრი წელიც რომ სწავლობდეთ ასტროლოგიას, ის როგორც ცოცხალი ორგანიზმი გამუდმებით ვითარდება და თავს მუდამ სტუდენტად იგრძნობთ მის ხვეულებში ჩაკარგული. თუკი ასე თუ ისე ერკვევით ასტროლოგიურ ლაბირინთებში, ისიც გაგებული გექნებათ, რომ ასტროლოგები ე.წ. "ინკარნაციის" პრინციპს აღიარებენ და მიაჩნიათ, რომ ადამიანებს არაერთგზის უწევთ ამქვეყნად დაბადება საიმისოდ, რომ მათმა სულმა ევლუციის ხანგრძლივი გზა განვლოს, განვითარდეს, წარსული შეცდომები გამოისყიდოს და ახალი ცოდნა შეიძინოს სამომავლოდ. ამიტომაც არის, რომ ზოგიერთი ჩვენგანი დიდი შინაგანი ინტელექტითა და სიბრძნით იბადება, ზოგს კი ზემოხსენებული გამოცდილება დიდი შრომისა და გამოცდების ფასი უღირს. მაინც როგორ უნდა ამოვიცნოთ მერამდენე დაბადებაა ჩვენი ამქვეყნად ამ სხეულსა და ფორმაში? საამისოდ ოთხო უტყუარი საბუთი არსებობს.
1. თქვენ კარგად "კითხულობთ" ადამიანებს - თუკი ბავშვობის ასაკიდან დააკვირდით იმას, რომ გარშემო მყოფების მიმართ საკუთარი, სპეციფიკური დამოკიდებულება გიმუშავდებათ გაცნობისას, თუკი პირველივე შეხვედრაზე თითქოსდა "რენტგენზე" ატარებთ ახალ გაცნობილს და ინტუიციურად ხვდებით რას ტიპის ადამიანია იგი, რა საფრთხე გელოდებათ მისგან ე.ი. წინა ინკარნაციაში სოლიდური სულიერი გამოცდილება გაქვთ დაგროვილი და დაახლოებით ათასი ან მეტი წლისაა თქვენი სული რეალურად.
2. გიყვართ და გსიამოვნებთ მარტოობა - ადამიანების დიდ ნაწილს მარტოობა აშინებს და ძაბავს. თუკი თქვენ იმ ხალხის კატეგორიას განეკუთვნებით, ვისაც მარტოდ დარჩენა თავისებურ ადრენალინად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დოპინგად მიაჩნია, თუკი მარტოობაში უკეთ სწავლობთ, ფიქრობთ ან აანალიზებთ მოვლენებს, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი სული რამდენიმე ინკარნაციაშია ნამყოფი და მიეჩვია იმას, რომ ყველა კითხვაზე პასუხი საკუთარ თავში მოიძებნება.
3. ძნელად უგებთ ან საერთოდ ვერ ადაპტირებთ თანამედროვე ტექნიკასთან - კომპიუტერის საუკუნეში, ალბათ ცოტა მოიძებნება ადამიანი, ვინც ელემენტარულ დონეზე მაინც არ ფლობს ამა თუ იმ ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილებას. თუმცა, თუკი მიუხედავად ამისა, თქვენ გამუდმებით გიფუჭდებათ ტექნიკა, ვერა და ვერ გაუგეთ კომპიუტერს, ზედმეტ ტვირთად მიგაჩნიათ მობილური ტელეფონი ეს იმას ნიშნავს, რომ ე.წ. "ბებერი სული" ხართ. ზუსტად ამიტომ მოიშორეთ სახლიდან ტელევიზორი და ცხოველთა უფლებების დაცვას, იოგას ან ფსიქოლოგიის შესწავლას უფრო მეტ დროს უთმობთ ვიდრე მესიჯების წერას.
4. თქვენ ადამიანებზე გავლენის მოხდენის ნიჭი გაქვთ - ალბათ თქვენთვისაც უცნაურია ის ფაქტი, რომ გარშემო მყოფები ხშირად მოგმართავენ რჩევის სათხოვნელად ანდა უბრალოდ დასამშვიდებლად გებაასებიან. თქვენნაირ ადამიანებს სხვებზე გავლენის დიდი უნარი აქვთ იმიტომ, რომ სული, რომელიც თქვენში სახლობს, მრავალათასწლის მანძილზე სხვადასხვა ტიპის, ფსიქოლოგიის და წეს-ჩვეულებების მქონე ხალხთან თანაარსებობდა. ზუსტად ამიტომ არ გიკვირთ არაფერი და თქვენთვის უცხო ან გასაკიცხი არანაირი სახის ადამიანური ცოდვა არაა.