რას გვიქადის მოახლოვებული მზის დაბნელება - რჩევები და რეკომენდაციები

რას გვიქადის მოახლოვებული მზის დაბნელება - რჩევები და რეკომენდაციები

საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ამ დღეს მზესთან ერთად, მთვარე, მერკური, სატურნი, აღმავალი კვანძი – რახუ და არტაც მორიელის ზოდიაქოში იქნება განლაგებული, ამიტომ მორიელის ამგვარი "ოვედოზის" გამო, ძალიან გააქტიურდება პლუტონური პრინციპების შესაბამისი ტრანსფორმაციისა და ცვლილებების მოთხოვნილება ადამიანებში. აქედან გამომდინარე, კრიზისული სიტუაციების თავიდან აცილებაში მაქსიმალური სიმშვიდე და ოკულტური ცოდნა დაგვეხმარება.

უნდა გვახსოვდეს, რომ მორიელის გაძლიერებული ენერგეტიკა ამ დღეს ააქტიურებს არამხოლოდ ექსტრიმს, არამედ სექსუალურ მოთხოვნილებებსაც ადამიანებში . შესაბამისად, ამ მხრივაც გონივრული ქმედებებია საჭირო, რათა მოცემულ პერიოდში დაწყებულმა ერთი შეხედვით მოკლევადიანმა ან ზედაპირულმა ნაცნობობამ, სამომავლოდ ფატალური შედეგები და პრობლემები არ მოგვიტანოს პირად ცხოვრებაში.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დაბნელების რუკა მეტ-ნაკლებად ჰარმონიული ასპექტებითაა დატვირთული, ამასთან ერთად აქტიურია სასწორის გავლენაც მასზე, ამ დღეს საკმაოდ კარგი შანსები იქმნება საიმისოდ, რომ გრძელვადიან, მსხვილ კაპიტალდაბანდებას ჩაუყაროთ საფუძველი პარტნიორთან ერთად, ან სპონსორის დახმარებით. ასევე შესაძლებელია ამ დღეს უძრავი ქონების შეძენას სამომავლოდ მისი მოგებიანი ექსპლუატაციის შანსი მოჰყვეს (ანუ იყიდოთ იაფად, – გაყიდოთ ძვირად).

განსაკუთრებით დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ ამ პერიოდს სამედიცინო კუთხით. დაუშვებელია ნებისმიერი სახის ქირურგიული ჩარევა და მედიკამენტოზური პროცედურები , რომელიც ძირითადად ანტიბიოტიკებით მკურნალობას ეფუძნება (მორიელი ხომ წყლის სტიქიის ნიშანია, წყალი კი მედიკამენტების მოქმედებას ააქტიურებს).

დაბნელება ხდება მორიელის 11 გრადუსზე, ამიტომ მათ, ვის პირად კოსმოგრამაშიც მთავრი პლანეტები მორიელის (ასევე მერწყულის, ლომის, კუროს) ზემოთ ხსენებულ გრადუსზეა განლაგებული განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა ჰმართებთ , გამომდინარე იქედან, რომ ყველაზე მეტად სწორედ მათ ფსიქიკას დაეტყობა მოსალოდნელი დაბნელება.

ნუ დაგავიწყდებათ ის ფაქტი, რომ წლის მანძილზე რიგით ბოლო დაბნელებას ბევრი ჩვენგანის ცხოვრებაში შეუძლია მოიტანოს კარდინალური ცვლილებები. თუმცაღა საამისოდ თავად პიროვნების ურყევი ნება და მონდომებაც არანაკლები დოზითაა საჭირო. სამაგიეროდ, მორიელის ძლიერი ენერგეტიკა დაგვეხმარება იმაში, რომ სურვილის შემთხვევაში დავძლიოთ საკუთარ თავში ღრმად ფესვგადგმული კომპლექსები, საბოლოოდ გავთავისუფლდეთ არაფრისმომცემი ან დესტრუქციული ურთიერთობებისგან და ცნობიერების უფრო მაღალ საფეხურზე ასვლა შევძლოთ საკუთარ თავზე მუშაობით.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?