პატიების უნარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

პატიების უნარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ადამიანების დიდი ნაწილი, იქცევა არა ისე როგორც საჭიროა, რომ მოიქცეს არამედ ისე, როგორც მას სიტუაციიდან გამომდინარე უფრო ეადვილება. რაც თავისთავად მოიაზრებს შეცდომების გააზრებულად დაშვების და ხშირად დაგეგმილად ცუდის ჩადენის ალბათობასაც კი. ცუდ საქციელს, კი თავისთავად მოსდევს წყენა და გულისტკენა. შესაბამისად, იმის მიხედვით თუ რამდენად გააჩნია ამა თუ იმ ადამიანს პატიების უნარი, კოსმოსი განსაზღვრავს მისი ცხოვრების ხანგრძლივობას და თავად ბედისწერის მიმდინარეობას. ამიტომ რაც უფრო მეტად და მალე ვაპატიებთ სხვებს, მით უფრო გაიწმინდება ჩვენი ენერგეტიკა უარყოფითი აურისგან. თუმცა, პატიებაც არის და პატიებაც. არ ვიბადებით ჩვენ ყველანი მსგავსი და იდენტური ემოციური ველით. შესაბამისად, ვიღაცას ტკივილი უფრო დიდხანს ახსოვს და ბრაზობს, სხვა კი ორ საათში ივიწყებს მარცხს. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით მარტივად გასარკვევია გამოსდის თუ არა ამა თუ იმ ადამიანს ადვილად პატიება.

ყველაზე ნაკლებად წყენის დამახსოვრებისკენ მიდრეკილება სტატისტიკურად ვერძებს, ტყუპს და მერწყულებს

ახასიათებთ. ისინი ძალიან მალე ივიწყებენ ზოგადად წარუმატებლობის ფაქტს და მარტივად ცვლიან ერთ ინტერესს მეორით.

შედარებით რთულად პატიობენ და ხშირად მხოლოდ ჯეროვანი შურისძიების მერე - ლომები, მშვილდოსნები, მორიელები და თხის რქები . ამ ხალხს ძვირად უღირს საკუთარი იმიჯი, შესაბამისად, თუ შეურაცხყოფა სახალხოდ მიაყენეს, მაქსიმალურად ეცდებიან აღიდგინონ შელახული რეპუტაცია.

ხანგრძლივი ვადით უჭირთ პატიება და შესაფერის დროს ეძებენ შურისძიებისთვის კირჩხიბები, სასწორები, თევზები, ქალწულები და კუროები. ამ ხალხის დიდი ნაწილი ჩუმად "იტანჯება" წყენის გულში ტარებით და ელის მომენტს, როცა შესაძლებლობა მიეცემა სამაგიეროს გადახდის, ან თავად სამყარო მიაგებს დამნაშავეს ჯეროვან პასუხს.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?