და დაპირისპირებები (არამხოლოდ ადამიანურ ცხოვრებაში, პოლიტიკურ სარბიელზეც) პიკს მიაღწევს. მოსალოდნელია ფასების მერყეობა და ზოგადად, ეკონომიკა არცთუ სტაბილური იქნება ამ პერიოდში.
აპრილის მეორე ნახევარში, მოსალოდნელია დიდი და ძირეული ცვილებების დაწყება მსოფლიო პოლიტიკის კუთხით. შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს აბსოლუტურად მოულოდნელ, დაუგეგმავ და არაპროგნოზირებად სიტუაციებს. თუმცა, რაც ამ პერიოდში ხდება, ყველაფერი ძველის, დრომოჭმულისა და წარსულის გადმონაშთის განადგურებას შეუწყობს ხელს. კოსმოსი ნოვაციას ითხოვს. საამისოდ კი ბევრ ადამიანს მოეთხოვება, ფეხი აუწყოს რეფორმებს, თვალი გაუსწოროს ახალ რეალობას.
თუმცა, ნეგატიური ასპექტების პარალელურად, დაახლოებით 12 აპრილიდან საკმაოდ ნაყოფიერი და აქტიური პერიოდი დაუდგებათ შემოქმედ და ხელოვან ადამიანებს. ასევე მათ ვინც რომანტიკულ გრძნობებს დიდი ხანია მოწყურებულია.
ეს ის პერიოდია, როცა შესაძლოა, საფუძველი ჩაეყაროს ყოვლისმომცველ, ძალიან ძლიერ გრძნობას და სიყვარულს, რომელიც ჩვენში დიდ სულიერ ძვრებსა და ეიფორიას გამოიწვევს. თუმცა, აქვე მინდა გაგაფრთხილოთ იმის თაობაზეც, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ინტერესის ობიექტის გადამეტებულ იდეალიზაციას, რამაც საბოლოოდ შეიძლება გარკვეული იმედის გაცრუებაც კი გამოიწვიოს. აქედან გამომდინარე, შეეცადეთ სიყვარულს ფხიზელი თვალითა და ღია გულით შეხვდეთ.