გვიგზავნიან იმის შესახებ, რომ გავარკვიოთ ან დავაკვალიანოთ პირადი რუკის შედგენაში. რაც მინდა გითხრათ, საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმეა. ამასთან ერთად, პირადი რუკის არსი ბევრს არასწორად ან საერთოდ არ ესმის. ასტროლოგია არ გახლავთ მკითხაობა. შესაბამისად, სათანადო ცოდნისა და ასტროლოგიური სიმბოლოების "წაკითხვის უანრის" გარეშე ძნელი იქნება საკუთარი მომავლის ან ხასიათის შტრიხების რუკაზე გარკვევა, თუკი თქვენ სერიოზული ბაზა არ გაქვთ ასტროლოგიურად. თუმცა, სანამ თავად რუკას შეადგენდეთ, უნდა იცოდეთ, რა არის იგი და რაში შეიძლება მისი გამოყენება.
საკუთარი ე.წ. "ნატალური რუკის" ანუ, პირადი კოსმოგრამის შედგენა, ნებისმერ, თუნდაც ასტროლოგიაში სრულიად გაურკვეველ ადამიანს შეუძლია, სხვადასხვა ასტროლოგიური პროგრამის წყალობით. თუმცა ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ამ ქმედების შედეგად, კომპიუტერის ეკრანზე გაჩენილი დისკოსა და მასზე დატანილი აბსოლუტურად გაურკვევლი პაწაწკინტელა სიმბოლოების სახით მივიღებთ, ასტროლოგიაში სიღრმისეულად გარკვევის გარეშე, ბევრი თქვენგანი ვერანაირად ვერ "წაიკითხავს". ეს პაწაწკინტელა სიმბოლოები კი სხვა არაფერია, თუ არა პლანეტებისა და სახლების სიმბოლური აღმნიშვნელი რუკაზე, რომლებიც თავის მხრივ ადამიანის ხასიათსა და ბედზეა პასუხისმგებელი.
ნებისმიერი ჩვენგანის ხასიათის ფორმირებაზე, რამდენიმე მთავარი პლანეტა ახდენს გავლენას, მათ შორის უმთავრესია მზე (ცნობიერი), მთვარე (ქვეცნობიერი), მერკური (აზროვნების ფორმა), ვენერა (სახელოვნებო ნიჭი და პირადი ურთიერთობები), მარსი (ენერგია, ქმედება). იუპიტერი (წარმატება, იღბალი), სატურნი (შეზღუდვები და აკრძალვები), ურანი (მოულოდნელი ცვლილებები), ნეპტუნი (ინტუიციური აზროვნება, ჩვენი ღრმა ქვეცნობიერი), პლუტონი (სოციუმთან დამოკიდებულება). ეს არის მცირე დახასიათება იმ მთავარი მმართველი პლანეტებისა, რომლებიც თავის მხრივ ჩვენს ცხოვრებაში მომხდარი მოვლენების მთავარ სიგნიფიკატორებს წარმოადგენენ. თუმცა, იმის მიხედვით, თუ როგორ კონფიგურაციას შექმნიანი კონკრეტულ პერიოდში ეს პლანეტები ერთმანეთთან, იცვლება მათი გამოვლინების სტილი და ფორმაც.
თითოეული ადამიანი, ასტროლოგიური თვალსაზრისით, თავისი არსით სწორედ ამ მრავალრიცხოვანი პლანეტების სინთეზია. ეს იგივეა, როგორც კულინარია, სხვადასხვა კომპონენტის შერევის შედეგად ვიღებთ, რაიმე კონკრეტული გემოს, ვიზუალის ან სურნელის მქონე კერძს. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ჩვენ მარილი, შაქარი, წიწაკა ან რომელიმე სანელებელი ბევრი მოგვივიდა, კერძი უგემური ან საჭმელად საერთოდ უვარგისიც შეიძლება გახდეს. იმ შემთხვევაში კი, თუ კულინარი კერძის მზადებისას გონივრულად გამოიყენებს სხვადასხვა, თუნდაც ერთი შეხედვით ურთიერთგამომრიცხავი პროდუქტების სინთეზს, შესაძლოა მივიღოთ უნიკალური, პიკანტური და განუმეორებელი კერძი, რომელიც ხანგრძლივი დროის მანძილზე დარჩება მოთხოვნადი მენიუში. ზუსტად იმავე პრინციპი მოქმედებს ასტროლოგიური კუთხით. იმის მიხედვით თუ რამდენადაა ამა თუ იმ ადამიანში სხვადასხვა პლანეტარული კომპონენტის თავმოყრა, ფორმირდება ამ უკანასკნელის ხასიათი.
სწორედ ამიტომ ხდება ის, რომ ერთნი უბადლო ნიჭითა და გასაოცარი ტალანტით იბადებიან, მეორენი კი გამუდმებით ეძებენ ცხოვრებაში შარსა და ნეგატივს. თუმცა, აქვე მინდა ხაზგასმით ავღნიშნო ისიც, რომ ასტროლოგიის უმთავრესი პრინციპია - "ცხოვრებაში ყველაფერი კორექციას ექვემდებარება". აქედან გამომდინარე, რუკა, რომლითაც ჩვენ ამ ქვეყანას ვევლინებით, შესაძლებელია ჩვენივე ნებისყოფისა და მონდომების ხარჯზე შეიცვალოს უკეთესობისკენ, იმ ასპექტების გათვალისწინებით და დამუშავებით, რომელიც დაბადების მაჩვენებლის მიხედვით გააჩნია ამა თუ იმ ადამიანს პირად კოსმოგრამაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნებისმიერ პლანეტარულ ასპექტს გააჩნია თავისი პლუსები და მინუსები, აქედან გამომდინარე ჩვენი თავისუფალი ნება განაპირობებს იმას, თუ მოცემული ასპექტის კონკრეტულად რომელ პოლუსს განვავითარებთ საკუთარ ხასიათში. პირადი რუკა კი ზუსტად ამ პოლუსების გამოვლენასა და კვლევაში დაგეხმარებათ.