რა არის სტრუქტურული ჰოროსკოპი და როგორია თქვენი დახასიათება მასზე დაყრდნობით?

რა არის სტრუქტურული ჰოროსკოპი და როგორია თქვენი დახასიათება მასზე დაყრდნობით?

Astrologia

გაშიფვრა:

მეფე (I)

ეს ადამიანები დაბადებიდან ჭკვიანები, ბრძენები და მიზანსწრაფულები არიან. ყოველთვის წარმატებისკენ ისწრაფვიან და საკუთარ თავსაც კი არ ინდობენ. მათში უზარმაზარი ინტელექტი, ფიზიკური და ფსიქიკური პოტენციალია. ეს ადამიანები დასახულ მიზანს ნებისმიერ ფასად აღწევენ. კარიერაში წარმატებულნი არიან და მატერიალურ დანაკლისს და უსახსრობას ნამდვილად არ უჩივიან.

ამასთან, ძალიან მეგობრულნი არიან და მაგნიტივით იზიდავენ ადამიანებს, რომლებიც მასში მისაბაძ მაგალითს ხედავენ. ერთი შეხედვით იფიქრებთ, რომ იღბალი მათი თანამგზავრია, მაგრამ ეს ასე არაა. მათი ყოველი წარმატება დიდი ძალისხმევის და შრომის შედეგია.

იმისთვის, რომ პოტენციალი სრულად გამოიყენონ, ამ ადამიანებმა უარი უნდა თქვან ფუჭ დიდებასა და გარშემომყოფებზე მბრძანებლობის სურვილზე. არ აჰყვეთ ისეთ გრძნობებს, როგორიცაა შური, ვერაგობა, სიხარბე, ბოროტება. წარმატებას მხოლოდ თქვენი სიბრძნისა და კეთილგონიერების წყალობით მიაღწევთ.
Astrologia

ბელადი (II)

ეს ადამიანები თანდაყოლილი ხელმძღვანელობის და ლიდერობის ნიჭით გამოირჩევიან. მათ იციან რა სჭირდებათ გარშემო მყოფებს, შეუძლიათ სხვებს შთააგონონ, დააინტერესონ და მათი ძალისხმევა სწორი გზით მიმართონ. მათი ძალა არა მათი ინტელექტი, არამედ დარწმუნების უნარია. მათი ცხოვრების მიზანი კი-სხვებს წინ გაუძღვნენ.

იმისთვის, რომ ჰარმონიას მიაღწიონ, ბელადებისთვის აუცილებელია თვითრეალიზაცია. სასურველია, ხელმძღვანელ თანმამდებობაზე. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ მოადგილედ მაინც, ან მასწავლებლად. ბოროტად ნუ გამოიყენებთ საკუთარ შესაძლებლობებს. ჭეშმარიტი ბელადები არასდროს არ იტყუებიან და თვალთმაქცობენ. ისინი სამართლიანობას და სხვა ადამიანების ნებას აფასებენ.

Astrologia

რაინდი (III)

რაინდი სიკეთის, გულმოწყალების და თავგანწირვის სიმბოლოა. ეს ადამიანები სხვის გასაჭირს ისე იღებენ, როგორც საკუთარს. ცდილობენ სუსტების დაცვას, მშივრების გამოკვებას, გზააბნეულთა შეფარებას.

რა სფეროშიც არ უნდა იყონ, ისინი გმირობაზე ოცნებობენ, მაგრამ ცხოვრება ისე მოწყობილი, რომ მათი ქმედებები შეუმჩნეველი რჩება. ამიტომ, თუ ამ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით, ნუ ელით მსოფლიო აღიარებას. თქვენი ბედია უანგაროდ დაეხმაროთ ადამიანებს და მთლიანად დაიხარჯოთ. მხოლოდ ასე დაგეხმარებათ სამყარო.

Astrologia

არისტოკრატი (IV)

ამ ადამიანების მოწოდება სილამაზის შემოტანაა მსოფლიოში. მათ უყვართ ფუფუნება, მოდურად იცვამენ და დიდ ყურადღებას აქცევენ გარეგნობას. კარგი გემოვნება და სტილის შეგრძნება აქვთ, მაგრამ სუსტი ნებისყოფა გააჩნიათ. მიზანსწრაფულობით არ გამოირჩევიან, მხოლოდ გარეგნობაზე არიან ჩაციკლულნი და ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვართ.

ბუნება მათ სხვადასხვა ნიჭით აჯილდოებს, მაგრამ თანდაყოლილი სიზარმაცის გამო ამ ნიჭს ვერ იყენებენ. მათ სწრაფი შედეგი აინტერესებთ და თუ ამის მიღწევა შეუძლებელია, ურჩევნიათ საერთოდ არაფერი გააკეთონ.

იმისთვის, რომ სიზარმაცეს სძლიოთ და გულმოდგინება გამოიმუშაოთ, მოძებნეთ მრჩეველი, რომელიც შეცდომებზე მიგითითებთ და საჭირო მომენტში სწორ გზაზე დაგაყენებთ.

Astrologia

პროფესორი (V)

საღად მოაზროვნე და რაციონალური ადამიანები არიან, რომელთაც შეუძლიათ ლამაზად საუბარი და სხვების დარწმუნება. მაღალი ინტელექტით გამოირჩევიან. არასდროს მოქმედებენ დაუფიქრებლად, ბოლომდე იხარჯებიან და მხოლოდ ცივი გონებით ხელმძღვანელობენ. ბელადისა და მეფისგან განსხვავებით, ის არ ელოდება დიდებას, აღიარებას და საზოგადოების მხარდაჭერას. მისი ქმედება მიმართულია მხოლოდ შედეგისკენ-შედეგისთვის.

იმისთვის, რომ თავი მხოლოდ საუკეთესო კუთხით წარმოაჩინოთ, არ ჩაერიოთ კონფლიქტებში. პანიკას, სტრესს და სხვა ზედმეტ ემოციებს შეუძლიათ თქვენი მიღწევები გაანადგურონ და თქვენი სტაბილური სამყარო ჩამოშალონ.

Astrologia

კითხვა განაგრძეთ intermedia.ge -ზე.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?