რა გავლენას ახდენს ავტომობილის სერიული ნომერი მფლობელზე და როგორ გამოვიყენოთ იგი?

რა გავლენას ახდენს ავტომობილის სერიული ნომერი მფლობელზე და როგორ გამოვიყენოთ იგი?

ნუმეროლოგია, ერთ-ერთი უძველესი და ძალზე საინტერესო მეცნიერება გახლავთ, რომელიც რიცხვების მაგიას ეფუძნება. მისი მეშვეობით ადამიანები სხვადასხვა სფეროებში ახერხებენ კონკრეტული და ძალზე ზუსტი გათვლების კეთებას.

უცხოელი ასტროლოგების ჯგუფმა ამ მხრივ ავტომობილის სერიულ ნომრებსა და ნუმეროლოგიურ პრინციპებს შორისაც აღმოაჩინა გარკვეული თანხვედრა.

ავტომობილის ნუმეროლოგიური ინდექსის გამოთვლა მარტივი საქმეა. ასე მაგალითად: თუკი თქვენი მანქანის ნომერია – 625, მოცემული ციფრების ჯამი (ანუ 6+2+5) იქნება 13. თუმცაღა 13 არ გახლავთ საბოლოო ციფრი, საჭიროა იგი ერთნიშნა რიცხვამდე დაიყვანოთ – ანუ 1+3 = 4 გამოვიდა, რომ თქვენი მანქანის ნუმეროლოგიურ ინდექსს რიცხვი 4 შეესაბამება. ოთხიანის განმარტება კი დანარჩენი რიცხვების განმარტებასთან ერთად, ქვემოთ მოცემულ ტექსტში იხილეთ

რიცხვი 1 – ასეთი ავტომობილი საქმიანი ადამიანისთვისაა ზედგამოჭრილი. მისით გადაადგილება თამამად შეგიძლიათ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, ნებისმიერი შეხვედრა, რომელსაც დაგეგმავთ წარმატებული იქნება. ამგვარი ინდექსით მსხვილბიუჯეტიან კონტრაქტებსა და ფინანსურ გარიგებებს შეიძლება მოაწეროთ ხელი.

რიცხვი 2 – ყოველდღიური საჭიროებისთვის განკუთვნილი ინდექსია, როგორიცაა ბავშვების სკოლაში წაყვანა, პროდუქტებზე სიარული და ა.შ. ამ მანქანით ასევე შეგიძლიათ გადაადგილდეთ, თუკი თქვენი პროფესია სადისტრიბუციო სფეროს ან კვების ობიექტებს ეხება.

რიცხვი 3 – საუკეთესოა ისეთი ხალხისთვის, ვინც ფინანსურ სექტორში მუშაობს, – ბანკირების, მენეჯერების და ბუღალტრების სამანქანო ინდექსია. შესაძლოა, ამგვარი ადამიანის საქმიანობა ასევე უკავშირდებოდეს სალომბარდო ქსელს.

რიცხვი 4 – ნუმეროლოგები თვლიან რომ ამგვარი ინდექსი მხოლოდ და მხოლოდ ხელოვან ადამიანებს შეეფერებათ. უფრო მეტიც, თუ თქვენ მხატვარი, მუსიკოსი, მწერალი, მსახიობი ან სარეკლამო სფეროს მუშაკი ხართ, ასეთი ინდექსის მქონე ავტომობილი შესაძლოა, თავისებურ "თილისმადაც" კი იქცეს თქვენთვის, რომელიც წლების მანძილზე ერთგულად გემსახურებათ.

რიცხვი 5 – ეს ინდექსი მოგზაურობის, ხეტიალისა და ცხოვრების დინამიური წესის მოყვარული ხალხისთვისაა განკუთვნილი. იგი შესანიშნავად გამოადგება ასევე ადამიანებს, რომელთა საქმიანობაც სპორტულ სარბიელს უკავშირდება.

რიცხვი 6 – ტიპური "საოჯახო მანქანაა" და ამგვარი ინდექსით შეგიძლიათ თამამად ატაროთ თქვენი დიდი ოჯახი დასასვენებლად, პიკნიკებსა და თუ ლაშქრობებზე. იგი ასევე გამოადგება ხალხს, რომელთაც სასტუმროების ბიზნესი გააჩნია.

რიცხვი 7 – ნუმეროლოგებს მიაჩნიათ, რომ ეს ინდექსი ე.წ. "მარტოხელა" ტიპებს შეეფერებათ. ამიტომ მანქანის ნომერი მსგავსი ინდექსით წარმატებას მოუტანს გამომძიებლებს, კრიმინალისტურ სფეროში მომუშავე ხალხს ან კერძო ბიზნესში დასაქმებულ ინდივიდებს.

რიცხვი 8 – საუკეთესო მანქანის ინდექსია მათთვის, ვისი საქმიანობაც უძრავი ქონებით ვაჭრობას უკავშირდება. იგი ასევე წარმატების მომტანია ისეთი ხალხისთვის, ვისაც არქიტექტურულ სფეროში უხდება მოღვაწეობა.

რიცხვი 9 – ინდექსი შეეფერება ხალხს, რომელთაც საკანონმდებლო ან იურიდიულ სფეროსთან აქვს შეხება. გარდა ამისა, იგი საუკეთესოა მედიცინის მუშაკებისთვის (განსაკუთრებით ქირურგიის განხრით).

რატომ არ ახსოვს ადამიანს წინა ინკარნაციებში განვლილი ცხოვრება და რა არის ასტრალური პარალელური სამყარო

რა მოსდის სულს სხეულის სიკვდილის შემდეგ? - თეორია, რომელიც შესაძლოა, არ გსმენიათ

დიდი ემოციური ტრავმა, შეზღუდვები და ურთიერთობების მოულოდნელად დასრულება - რას პროგნოზირებს ავსტრიელი ასტროლოგი 2020-ის დაბნელებებზე