"ადამიანის არის ის, რასაც ჭამს" და სწორედ მათ დაადგინეს, კავშირი კვებასა და სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობაზე. თანამედროვე იაპონელმა კვების ექსპერტებმა ახალი ფორმულა შექმნეს: "მითხარი რას ჭამ და გეტყვი, ვინ ხარ შენ".
მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად მათ დაადგინეს, რა გავლენას ახდენს საკვები ადამიანზე. გაეცანით მათ მოსაზრებებს და შეიძლება საკუთარი თავი ან მეგობრები თავიდან "გაიცნოთ".
ხორცის მოყვარულები
მწვადის მოყვარულები იმპულსურები და ჯიუტები არიან. ცუდად ღებულობენ კრიტიკას, სტრესი მათი მუდმივი თანამდევია. მათი თავსატეხია: ზედმეტი წონა და კუჭ-ნაწლავის პრობლემები.
ბოსტნეულის მოყვარულები
ვეგანები, ვეგეტარიანელები და ბოსტნეულის კერძების მოყვარულები ენერგიული და ცნობისმოყვარეები არიან. მიზანდასახულობის, გულმოდგინებისა და შრომისმოყვარეობის გამო პროფესიაში ხშირად აღწევენ წარმატებას. არიან მშვიდობისმოყვარეები, უფრთხილდებიან ჯანმრთელობას და ყველაფერში ჰარმონიის მიღწევა სურთ.
ხილის მოყვარულები
ხშირად არიან შემოქმედებითი ნატურები. ემოციების გამოხატვა არ უყვართ და შეგვიძლია მოკრძალებულებიც ვუწოდით. არ ხასიათებთ კონკრენციისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილი.
თევზის მოყვარულები
საიმედო და თავშეკავებული ადამიანები არიან. მათთან ერთად ნურც ბიზნესის წამოწყება შეგაშინებთ და ნურც ქვეყნის დასალიერში გადახვეწება. ადვილად იმეგობრებენ ადამიანებს და პატივისცემით სარგებლობენ გარშემო მყოფებში. თუმცა, საზოგადოებაში საკუთარ თავში ჩაკეტილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებენ.
ცხარეს მოყვარულები
მწარე წიწკა მისი მოყვარულების ხასიათზეც ახდენს გავლენას. მუდამ მზად არიან ავანტიურიზმისა და თავგადასავლებისთვის. ეძებენ სამსახურს, სადაც ხშირად მოუწევთ მივლინებაში გამგზავრება. სიყვარულის გურუები არიან და არ უჭირთ საინტერესო ობიექტის მოხიბვლა. შეუფასებლები იქნებიან, ასეთი ეგოისტები რომ არ იყვნენ.
ცხიმიანის მოყვარულები
მშრომისმოყვარეები არიან და კარიერული წინსვლა და კეთილდღეობა მათი მთავარი საზრუნავია. არ უჭირთ გამოსადეგ ადამიანებთან დამეგობრება. ზოგჯერ, კარიერის გამო მარტოხელები რჩებიან. ზოგჯერ მათი პირდაპირობა ადამიანს გულ სტკენს.