რა გელოდებათ 5-დან 23 მაისამდე: სიყვარული გარეგნულად უფრო მშვიდი, მაგრამ შინაგანად "მდუღარე" გახდება

რა გელოდებათ 5-დან 23 მაისამდე: სიყვარული გარეგნულად უფრო მშვიდი, მაგრამ შინაგანად "მდუღარე" გახდება

5 მაისი: ვენერა გადადის კუროს ზოდიაქოში

ადამიანებში ემოციური ფონი და სიყვარულის გრძნობა უფრო დასტაბილურდება. ამ დროს სიყვარული გარეგნულად უფრო მშვიდი, მაგრამ შინაგანად "მდუღარე" გახდება. პირად ცხოვრებაში შესაძლებელი იქნება მაისის დასაწყისში არეული სიტუაციების და ურთიერთობების დალაგება. ამ პერიოდიდან მოიმატებს ახალი სასიყვარულო ურთიერთობების დაწყების ალბათობა.

16 მაისი: მარსი გადადის კირჩხიბის ზოდიაქოში

ეს მარსის სუსტი პოზიციაა, ამიტომ, ადამიანებში დაიკლებს გაბედულების და რისკზე წასვლის სურვილი. საჭირო გახდება ემოციური და მორალური მხარდაჭერა. შესაძლოა საქმიანი პერსპექტივები ნელა განვითარდეს ან საერთოდ, დამუხრუჭდეს.

18-21 მაისი: ვენერა უერთდება ურანს

ეს სასიკეთო პერიოდი იქნება პირად ცხოვრების, სასიყვარულო ურთიერთობების განახლებისთვის, მასში ახალი იმპულსების შეტანისთვის, ძველი, არასასურველი კავშირების დასრულებისთვის და ახალი ურთიერთობების დაწყებისთვის.

19 მაისი: სავსემთვარეობა

ეს დღე შედარებით მშვიდი იქნება, ზედმეტი დაძაბულობის გარეშე. თუმცა აჩქარებულობა მაინც არ იქნება სასურველი. კარგია დღეა რეკლამირებისთვის და პრეზენტაციების მოსაწყობად.

21 მაისი: მერკური გადადის ტყუპის ზოდიაქოში

ადამიანებში აზროვნების პროცესი შეიცვლება - ის უფრო მოქნილი გახდება. მოიმატებს ცნობისმოყვარება და კომუნიკაბელურობა. სწორედ ამიტომ მაისის მესამე დეკადა სასიკეთო იქნება წარსულის ანალიზისთვის მოლაპარაკებებისთვის, შეთანხმებებისთვის, ინფორმაციის მოპოვება-გადაცემისთვის, მოგზაურობისთვის.

22-23 მაისი: მთვარე უერთდება სატურნს

მოიმატებს ნეგატიური ემოციური ფონი. ადამიანებში გაძლიერდება ნეგატიურის მოლოდინი და "დეპრესიული" განწყობა. ამიტომ ამ პერიოდში ემოციური გადაწყვეტილებების მიღება სასურველი არ არის. ყურადღებას ითხოვს სასიყვარულო ურთიერთობები, პირადი ცხოვრება. აქ სასურველია კომპრომისებზე წასვლა.

რაც შეეხება მაისის ბოლო კვირა, ის შედარებით მშვიდი და სტაბილური უნდა აღმოჩნდეს. შესაძლებელი გახდება დაკარგული პოზიციების აღდგენა და ახალი პერსპექტივების განვითარება.

მაისში შენაძენებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის არა სასურველია: 1-5, 19-21, 23 მაისი.

დანარჩენი დღეები შედარებით სასიკეთოა.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?