რა ინფორმაციას გვიგზავნიან სიზმრები - ნაწილი მეორე

რა ინფორმაციას გვიგზავნიან სიზმრები - ნაწილი მეორე

ერთხელ მაინც არ ჰქონია შემთხვევა, რომ სიზმრის მეშვეობით სიცოცხლის კონკრეტულ, გარდამტეხ პერიოდში გარკვეული ინფორმაცია მიიღო. ეს ამაოდ როდი ხდება; ადამიანს ორი სხეული გააჩნია - ერთი ფიზიკური, რომლის მოვლა-განვითარებასაც ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ. მეორე კი ასტრალური, რომლის შესახებაც ხშირად გვავიწყდება, არადა პირველი დონე, რომელიც ჩვენში პიროვნულ თვისებებს და სულიერებას აყალიბებს ზუსტად ეს ბაზისი გახლავთ. რომ იცოდეთ, დაავადების წარმოშობის მიზეზიც უმთავრეს შემთხვევაში ზუსტად რომ ასტრალური სხეულის დაზიანებაა, ხოლო მისი ეს დაზიანება მუდმივად ხდება არასწორად განვითარებული სულიერებით.

მარტივად რომ ვთქვათ, იმ შემთხვევაში, როცა ადამიანი მარტოოდენ მატერიალურ ფასეულობებზე ხდება ორიენტირებული, მას ხშირად ავიწყდება იზრუნოს სულიერების ამაღლებაზე. ასეთ დროს კი ჩვენი ასტრალური სხეული იწყებს კვდომას და დაზიანებას, ისევე როგორც ფიზიკური სხეული დაძაბუნდება თუ ჩვენ მას შესაბამის მოვლა-პატრონობას მოვაკლდებთ.

სიზმრები და მასში ჩაშიფრული მესიჯები კი სხვა არაფერია, თუ არა ჩვენივე ქვეცნობიერისგან მიღებული გარკვეული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა უჭირს ჩვენს სულს, სად ვუშვებთ შეცდომებს და რა პრობლემების წინაშე შეიძლება დავდგეთ მალე თუკი ყურს მხოლოდ ფიზიკური სხეულის მოთხოვნილებებს დავუგდებთ და სულიერებას უგულებელვყოფთ.

არსებობს მოსაზრება, რომ სიზმარში ნანახი სიმბოლოების ახსნა ინდივიდუალურ მაგალითებზეა დამოკიდებული. თუმცა არის კონკრეტული, ნეგატიური ან გამოკვეთილად პოზიტიური თემები, რომელიც სიზმრად ნახვისას ძირითადად ერთი და იმავე მოვლენებზე მიანიშნებს ამა თუ იმ ინდივიდს.

ასე მაგალითად - მიწისძვრა, ნგრევა ან აფეთქება თუ გესიზმრებათ, ძალზე ხშირად ეს მოულოდნელი საკმაოდ უსიამოვნო ინფორმაციის გაგებაზე მიანიშნებს. თუმცა ხშირად ხდება, რომ ამგვარი სიზმარი თქვენს ცხოვრებაში მოსალოდნელ, ძირეულ ცვლილებებზე გამცნობთ.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ სიზმარში ხედავთ კიდევ ერთ, ბევრისთვის საკმაოდ ნეგატიურად დაცდილ სიმბოლოს - კბილის ამოღებას (მოძრობა-ჩამოვარდნა-ჩამოტეხა) მაინცდამაინც ნუ იჩქარებთ ნეგატიური მოლოდინით აივსოთ. თუკი კბილი უკანა იყო, სიზმარში მისი ამოღების შედეგად ტკივილის განცდა არ გქონიათ და მარტივად მოიშორეთ ეს იმას ნიშნავს, რომ ახლო წრიდან, არაკეთილსინდისიერ და გაიძვერა "მეგობარს" ჩამოიცილებთ სამუდამოდ.

თეთრი ტანსაცმელი სიზმარში კარგი სიმბოლოა - მისი მეშვეობით ადამიანს ეძლევა მესიჯი, რომ ამა თუ საქმეში ან კონკრეტულ ადამიანთან ურთიერთობაში, ის აბსოლუტურად მართალი და სუფთა იქნება. თუკი თეთრ სამოსში სხვა ადამიანს ხედავთ, იცოდეთ, რომ იგი აუცილებლად უდანაშაულოა თქვენ წინაშე და ნუ იჩქარებთ მის უსაფუძვლოდ დადანაშაულებას.

ძაღლი სიზმარში ერთგული მეგობრის სიმბოლოა. იმ შემთხვევაში თუ თქვენ ხედავთ, რომ გაავებული ძაღლები გიტევენ, იცოდეთ, თქვენი რეალური მტრები საკმაოდ ახლო წრის ადამიანებში მოიძებნებიან და შესაძლოა ადრე თუ გვიან აბსოლუტურად მოულოდნელ თავდასხმაზეც გადმოვიდნენ.

გველი სიზმარში მტრების მომრავლებას მიანიშნებს. თუმცა, სავსებით შესაძლოა თავად სიტუაცია შეიქმნას თქვენს ცხოვრებაში ისეთი, როცა დაუცველი და უიარაღო იქნებით კონკრეტული ადამიანების ან მოვლენების წინაშე. ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდეთ უახლოეს პერიოდში ზედმეტი გულწრფელობის თემას. ნუ გაუხსნით მაინცდამაინც გულის კარს ახალგაცნობილ ადამიანებს.

გაგრძელება იქნება...

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?