რა არის კარმა?
ეს სულაც არ გახლავთ სასჯელის აუცილებლობა ან დანაშაული. კარმა, ენერგეტიკული მუხტის სწორად რეალიზაციის პრინციპია. მისი მეშვეობით ახერხებს ადამიანი სწორად განკარგოს საკუთარი ცხოვრება და ირჩევს (ან უხდება აირჩიოს) საკუთარი გზა.
როცა ჩვენ საკუთარი თავის ჯანსაღი (და არა ეგოისტური!!!) სიყვარულის უნარი გაგვაჩნია, ჩვენ გარშემო იქმნება განსაკუთრებული აურა, ენერგეტიკული ველი, რომლის მეშვეობითაც გვეძლევა საშუალება შევცვალოთ არამარტო საკუთარი, არამედ სხვების ცხოვრებაც. ფიქრები, აზრები, ემოციები, რომელსაც ადამიანი შინაგანად განიცდის ჩვეულებრივი ენერგია, იგი მატერიალიზდება და აუცილებლად იღებს სამომავლოდ რაიმე კონკრეტული მოვლენის სახეს. სწორედ ამიტომაა ასე მნიშვნელოვანი ის, რომ საკუთარი თავის ჯანსაღი სიყვარული შეგვეძლოს.
იმ შემთხვევაში კი, როცა ადამიანს არ უყვარს საკუთარი თავი, პატივს არ სცემს საკუთარ შესაძლებლობებს, მუდმივად ადარებს სხვებს საკუთარ თავს და ფიქრობს, რომ გარშემო მყოფებთან შედარებით ბედმა მისთვის ძალზე ცოტა გამოიმეტა იქმნება გარკვეული ენერგეტიკული ველი, რომელიც ამჯერად უკვე ნეგატიურადაა დამუხტული, რომელიც თავის მხრივ ამა თუ იმ ადამიანის ცხოვრებაში ქმნის სიტუაციებს, სადაც მას არაერთი ბარიერი ხვდება მოვლენების, განსაცდელების ან კონკრეტული ადამიანების სახით. სამყარო კანონზომიერია, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია ის ფაქტორი რას ვატარებთ ჩვენ შიგნით, იმიტომ რომ ადამიანის ნეგატიურ სულიერ ვიბრაციას ხშირად, ფატალური შედეგების მოტანა შეუძლია. გააჩნია რამდენად ძლიერია თქვენში ზიზღი, შიში, მრისხანება, თავის შეცოდების სურვილი ან წარუმატებლობის მუდმივი განცდა.
ნებისმიერ ჩვენგანს გააჩნია სურვილი ცხოვრება შეცვალოს უკეთესობისკენ, იპოვოს ნამდვილი სიყვარული, გამდიდრდეს, შეიძინოს მეტი ცოდნა და ა.შ. სურვილების ნუსხა მრავალფეროვანია, მაგრამ სურვილი ერთია და მისი ასრულების ალბათობა მეორე. საქმე იმაშია, რომ კარმა ჩვენი ფანტაზიის შედეგად კი არა შინაგანი ენერგიის მიხედვით გვაჯილდოებს ამა თუ მიზნის მიღწევის უნარით. ამიტომ თუ თქვენ შინაგანად ნეგატიურად იქნებით განწყობილი სამყაროს, საკუთარი თავის, თქვენი შეფის ან თუნდაც კარის მეზობლის მიმართ არ უნდა გაგიკვირდეთ ის, რომ ხელი არ გემართებათ საქმეში. და რომ თქვენი ოცნებები ოცნებებად რჩება.
ძალიან ბევრი ადამიანი დაეძებს სიყვარულს, სერიოზულ ურთიეთობებს და ერთგულ პარტნიორს... დაეძებს ამაოდ. თავად სურვილი იპოვნო რეალური სიყვარული თავისთავად შესანიშნავია, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ადამიანი, რომელიც ამას ეძებს ხშირად ქვეცნობიერად ცდილობს პარტნიორს დააკისროს იმის კომპენსაცია, რომ მას თავად საკუთარი თავის სიყვარული არ შეუძლია. იმედოვნებს რა, რომ პარტნიორის მხრიდან მის მიმართ გამოხატული სიყვარული დაუბალანსებს მას დაბალ თვითშეფასებას.
ენერგოინფორმაციულ დონეზე კი გამოდის, რომ ოცნებას იდეალურ სიყვარულზე, თავადვე ვაპროგრამებთ ნეგატიული ენერგეტიკით, რომელიც საკუთარი თავისადმი არასაკმარის სიყვარულში მდგომარეობს. და რას ვიღებთ შედეგად? ცხოვრების გზაზე ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც მზად არიან გვიღალატონ... არასოდეს გაგვიწიონ ანგარიში და მეტიც, ითამაშონ ჩვენს ნერვებზე.
მიზეზი მხოლოდ საკუთარ თავში უნად ვეძებოთ! სამყარო ნებისმიერ ჩვენს "მესიჯზე" ადეკვატურად რეაგირებს – What Goes Around… Comes Around.
წყარო esotericblog.ru