რა მისია გაქვთ ამ ქვეყნად - კარმული პროფესიები

რა მისია გაქვთ ამ ქვეყნად - კარმული პროფესიები

რატომ ირჩევენ ადამიანები ამა თუ იმ პროფესიას? ასტროლოგიური კუთხით, ინდივიდის პირადი რუკიდან გამომდინარე საკმაოდ მარტივია იმის განსაზღვრა თუ კონკრეტულად რა სახის საქმიანობა შეიძლება იყოს ამა თუ იმ ადამიანისთვის მისაღები. თუმცა, თითოეული "პირადი რუკა" შესაფერისი პროფესიული სპექტრის მრავალფეროვნებას იძლევა ხშირად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მაგალითად მას, ვისაც მიდრეკილება აქვს კომუნიკაციისკენ და მაღალი სოციალური აქტივობა ახასიათებს, შესაძლოა ბედმა სარეკლამო, სატელევიზიო, პოლიტიკურ სარბიელზე გაუღიმოს ერთბაშად.

თუმცა, არსებობს პროფესიები, რომელსაც ასტროლოგები ე.წ. "კარმულ" პროფესიებად მოიხსენიებენ და მაჩვენებლებით, რომელიც ზუსტად ამ პროფესიის ათვისებისკენ მიუთითებს ინდივიდს ყველას პირად ჰოროსკოპში როდი გვხვდება. ასეთ პროფესიებს განეკუთვნება ექიმის, მასწავლებლის და სამხედროს საქმის წარმომადგენელთა პროფესიები. ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ მსგავსი "კარმული" პროფესიული მიმართულებით დაბადებულ ხალხში ჭარბობენ ისეთი პერსონები, რომელთა ცხოვრების გზაც განსაკუთრებული სირთულით გამოირჩევა. თუმცა, კოსმოსი მათ აუცილებლად აჯილდოებს შესაბამისი რესურსით - სულის, ფსიქიკისა და გონების სიძლიერით. გამძლეობითა და კარგი ინტუიციით.

მიჩნეულია ასევე, რომ თუკი ადამიანი ჩამოთვლილი სამი პროფესიიდან თავის ცხოვრებაში ერთბაშად სამივეს ემსახურება - არის სამხედრო ექიმი და პარალელურად ახერხებს საკუთარი ცოდნა სხვებსაც გადასცეს-გაუზიაროს, მას ე.წ. "სამმაგი კარმული" ჯილდოს მატარებლად მოიაზრებენ და კოსმოსიდან მისი ამგვარი ღვაწლი დაუფასებელი არ დარჩება. ეს განსაკუთრებული მისიაა, რომლის შესრულებაც ინდივიდს წარსული ინკარნაციიდან გადმოყოლილი გარკვეული ნეგატიური გამოცდილების გასანეიტრალებლად სჭირდება იმიტომ რომ ექიმზე, მასწავლებელსა და ჯარისკაცზე მეტად სხვა ადამიანების ბედი არც ერთი პროფესიის წარმომადგენელზე არ არის დამოკიდებული. შესაბამისად, თუკი თქვენ ამგვარ პროფესიას ირჩევთ სამომავლო საქმიანობის არეალად, უნდა იცოდეთ, რომ საამისოდ სპეციალური მაჩვენებლებია საჭირო პირადი რუკის მიხედვით.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?