რა პერიოდში ვერ ვაკონტროლებთ თავს - ნეგატიური ენერგიის მქონე მთვარის დღეები

რა პერიოდში ვერ ვაკონტროლებთ თავს - ნეგატიური ენერგიის მქონე მთვარის დღეები

ენერგეტიკის გავლენაზე ადამიანების ცხოვრებაში საკმაოდ დიდი ხნის წინ გახდა ცნობილი. ჩვენი საიტი, ყოველდღიურად გთავაზობთ ინფორმაციას იმის შესახებ თუ რომელ ზოდიაქოს ნიშანს გადის ამა თუ დღეს მთვარე და რომელი მთვარის დღეა კონკრეტულად. ამჯერად კი მინდა დამატებითი ინფორმაცია მოგაწოდოთ იმაზე, თუ რომელი დღეებია მთვარის დღეებს შორის, ყველაზე უფრო ნეგატიური ენერგეტიკით დატვირთული, რათა სამომავლოდ გაგიადვილდეთ ამა თუ იმ პრობლემის თავიდან აცილება.

მთვარის მეცხრე დღე - ჭორების, ინტრიგების დღეა. ადამიანებში იკლებს ოპტიმიზმი, ადვილად ვემორჩილებით სხვების ნეგატიურ გავლენას. მატულობს ნერვული დაძაბულობა.

მთვარის მეთხუთმეტე დღე - ააქტიურებს ენერგოვამპირებს, იმიტომ რომ, ამ პერიოდში შეინიშნება ენერგიის ზოგადი მატება ადამიანებში, რომლის მართვასაც ბევრი ვერ ახერხებს სწორად. შესაძლოა შეგაწუხოთ სასხსრების ტკივილმა და უმადობამ.

მთვარის მეცხრამეტე დღე - აქტიურ საფრთხეს შეიცავს მანიპულატორი, ავანტურისტი ხალხის მხრიდან. გაძლიერებულად ვლინდება ფინანსური აფიორები. ამ დღეს ადვილად ვყვებით და ვიჯერებთ ამაო დაპირებებს. გვჯერა უტოპიური გეგმების.

მთვარის ოცდამესამე დღე - ერთ-ერთი სახიფათო დღეა, აქტიურდება ქრონიკული დაავადებების საფრთხე. კატეგორიულად იკრძალება ქირურგიული ტიპის ჩარევა და ოპერაციები. მატულობს არტერიული წნევის ცვალებადობა. ადამიანები ქაოსური და არაორგანიზებული არიან.

მთვარის ოცდამეცხრე დღე - ყველაზე კრიტიკული წერტილია. მას ე.წ. "მილეულ მთვარეს" უწოდებენ. აქტიურდება შავი ძალების ზეგავლენის ალბათობა. უნდა მოერიდოთ ნებისმიერი სახის მაგიას, მკითხაობას და რიტუალებს. დღე უნდა გაატაროთ მაქსიმალურ სიმშვიდესა და კომფორტში.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?