ზოდიაქოს ნიშანთანაა მჭიდრო კავშირში. ამიტომ სანამ თმის ფერის შეცვლას დააპირებთ, ურიგო არ იქნება გაეცნოთ ასტროლოგის რჩევებს, როგორი ტონალობის მქონე თმაა თქვენთვის ყველაზე უფრო მისაღები.
ვერძი ქალის აქტიურ ხასიათს ბაცი ჭღალი, წითური, ან მკვეთრი ქერა თმა შეეფერება.
კუროს ბუნებრივი ტონალობები უხდება – ღია ყავისფერი, თაფლისფერი, შოკოლადისფერი.
ტყუპმა სასურველია წაბლისფერი აირჩიოს. მას ასევე ძალიან დაამშვენებს მუქი სპილენძისფერი თმა.
კირჩხიბებს ასტროლოგები მელირებული თმის ტარებას ურჩევენ. ტონალობა კი თავად აარჩიეთ – დაწყებული მოყავისფრო გამით, დამთავრებული გაიავებული ბოლოებით – ყველაფერი მოგიხდებათ.
ლომს ერთმნიშვნელოვნად ქერა თმაზე ურჩევენ არჩევანის შეჩერებას ასტროლოგები. ამასთან ერთად, ქერა თმის უამრავი ელფერიდან ყველაზე საუკეთესო ლომისთვის ოქროსფერი, კარამელისფერი ან ფორთოხლისფერი ქერა იქნება.
ქალწულს ბუნებრიობა ხატავს. ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს მუქი წაბლისფერი, შავი ან ნატურალური ყავისფერი თმა უხდებათ ყველაზე მეტად.
სასწორის ტონალობა კი ხორბლისფერი ან ჟღალი-ქერაა. მას ასევე დაამშვენებს მოკა-შოკოლადისფერი ფერის თმა.
მორიელი ვნებიანი და აქტიური ქალია. ამიტომ მისი "ფატალური იმიჯის" ხაზგასასმელად ასტროლოგები ორ ფერს – მუქ შავს ან მკვეთრ წითელს ურჩევენ.
მშვილდოსანს კი ბავშვური ხასიათის ხაზგასასმელად თაფლისფერი, რძიანი კაკაოსფერი ან ღია ყავისფერი თმა დაამშვენებს.
თხის რქის კონსერვატორულ ხასიათს ყველაზე უკეთ ერწყმის მოლურჯო-შავი, მუქი ყავისფერი ან ბაცი შოკოლადისფერი თმა.
ხოლო მერწყული ვარცხნილობაში, ისევე როგორც ზოგადად ცხოვრებაში ექსპერიმენტების დიდოსტატია. ამიტომ მას უფლება აქვს ატაროს ნებისმიერი ექსცენტრიკული ფერი – დაწყებული იასამნისფერით, დამთავრებული ფოსფორისფერითა და ელექტრიკი ლურჯით.
დაბოლოს, თევზებისთვის ბაცი ყავისფერი, ჩალისფერი ან "ომბრეს" ტიპის ვარცხნილობა გაიმეტეს ასტროლოგებმა.