მშობლის ცხოვრებაში. თუმცა, თუკი თქვენ ასტროლოგია იცით, წინასწარ იქნებით მომზადებული და პრევენციულ ზომებსაც მიიღებთ, იმიტომ რომ, ზუსტად გეცოდინებათ სხეულის რა ორგანო აქვს სუსტი თქვენს პატარას. ახლა კი მოკლედ წარმოგიდგენთ ჩამონათვალს თუ კონკრეტულად რა სახის ფათერაკებისკენ არიან მიდრეკილნი სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ბავშვები:
ვერძების სისუსტეა თავი.
კუროების - ყელი (ანგინა და სხვა სახის დაავადებები).
ტყუპს კიდურების მოტეხილობა-ღრძობისკენ გააჩნიათ მიდრეკილება.
კირჩხიბებს საკვების მიმართ აქვთ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება – ხშირად იწამლებიან.
ლომი ბავშვებისთვის ხერხემალი და გულია სუსტი წერტილი.
ქალწულებს კუჭნაწლავის და ღვიძლის სისუსტე აღენიშნებათ.
სასწორს თირკმელი აქვს სუსტი.
მორიელს შარდსასქესო სისტემა და შარდის ბუშტი (ხშირად ცივდებიან, ემართებათ ცისტიტი, აქვთ ენურეზი).
მშვილდოსანს მენჯები აქვს სუსტი, ამოვარდნილობისკენ გააჩნიათ მიდრეკილება.
თხის რქა ბავშვებს კი ძვალსახსროვანი სისტემის გაძლიერება და დანტისტთან ხშირი ვიზიტი ესაჭიროებათ, რადგან ადვილად უფუჭდებათ კბილები.
მერწყული ბავშვები კი ხშირად ნერვული სისტემის სისუსტითა და სისხლძარღვების პრობლემებით გამოირჩევიან.
რაც შეეხებათ თევზებს მათი სუსტი წერტილი ფარისებრი ჯირკვალი და სახსრებია.