რა შანსები გაქვთ გასამდიდრებლად ამას თქვენი ზოდიაქოს ნიშანი გიკარნახებთ

რა შანსები გაქვთ გასამდიდრებლად  ამას თქვენი ზოდიაქოს ნიშანი გიკარნახებთ

იმის ნიჭი, შესაძლებლობა და რაც ყველაზე მთავარია, იღბალი, რომ თავს ამგვარი ცხოვრების უფლება მისცეს. ასტროლოგებს კი მიაჩნიათ, რომ იმ შემთხვევაში თუკი სამყაროს და კოსმოსის პრინციპებთან სწორად თანაარსებობთ საკმაოდ ადვილია მილიონერობა თუ არა, საკუთარი თავისთვის კომფორტული ცხოვრების შექმნა, რომელიც უმთავრეს და ძირითად პრინციპზე იქნება დაფუძნებული - "აკეთეთ ის საქმე, რომელიც გიყვართ თუნდაც ეს პლასტიკატის ბოთლის თავსახურების კოლექციონერობა იყოს და სხვა არაფერი"...

ასტროლოგები თვლიან, რომ თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს მმრთველი პლანეტის თვისობრიობიდან გამომდინარე საკუთარი "წყარო" გააჩნია გამდიდრების, თუმცა რამდენად იყენებს ესა თუ ის კონკრეტული ინდივიდი პლანეტარული გავლენით მიღებულ შანსებს ეს სულ სხვა საკითხია და არაფერი აქვს საერთო ასტროლოგიასთან. მოგეხსენებათ, ასტროლოგს მარტოოდენ თქვენს პოტენციალზე შეუძლია საუბარი, ხოლო ის რამდენად განავითარებთ ამ პოტენციალს რეალურ ცხოვრებაში მხოლოდ თქვენსავე შემართებასა და მონდომებაზეა დამოკიდებული.

ვერძების დიდი ნაწილის სიმდიდრის წყარო შოუ-ბიზნესი, სამხედრო საქმე, იურისპრუდენცია წარმოადგენს.

კუროებისთვის საუკეთესო გზა დიდი კაპიტალის დასაგროვებლად არის უძრავი ქონებით ვაჭრობა, კვების ობიექტები, კერძო ბიზნესი, ფერმერული საქმიანობა.

ტყუპი ჭეშმარიტად "დიდ კუშს" ხსნიან საგამომცემლო საქმეში, ჟურნალისტიკაში, წარმატებით ამუშავებენ მედია-პროექტებს.

კირჩხიბი დიდ კაპიტალს დააგროვებს თუკი ანტიკვარიატის ყიდვა-გაყიდვა-შეფასებით, საოჯახო სასტუმროების ბიზნესით ან სარესტორნო ქსელის მართვით დაკავდება.

ლომი კოლოსალურ ფინანსებს მოიზიდავს თუკი წავა პოლიტიკაში, ხელს მოკიდებს შოუ-ბიზნესის სფეროების განვითარებას, დაკავდება იმპრესარიოს ან პროდიუსერის საქმიანობით.

ქალწულის საქმე მედიცინაა. ამიტომ ასტროლოგები ურჩევენ ქალწულს ფული სამედიცინო პროექტებით იშოვნოს. არანაკლებ გამართლებულია ქალწულის შემთხვევაში საბანკო-საფინანსო სფეროებში მოღვაწეობა.

სასწორის რეალური შემოსავლის წყარო არის ყველა ის საქმე რომელიც შუამავლის როლს ითვალისწინებს. იგი კარგი იურისტი შეიძლება დადგეს, გარდა ამისა, დიდი ფულის შოვნა სასწორს სახელოვნებო სფეროებში მოღვაწეობით შეუძლია - მოდა, არქიტექტურა, დიზაინი.

მორიელისთვის გამდიდრების წყარო ხშირად სხვისი ფინანსების მართვაა. ამიტომ ეს ხალხი გასაოცარ წარმატებას აღწევს სადაზღვევო ან სალომბარდო ბიზნესში. გარდა ამისა, მორიელს შეუძლია ფული იშოვოს პოლიტიკაში.

მშვილდოსნისთვის გამდიდრების საუკეთესო გზა მასწავლებლის, ლექტორის ან ტრენერის პროფესიაა. მშვილდოსნებისგან ასევე გამოდიან შესანიშნავი შოუმენები და ტელეწამყვანები. მათთვის თანდაყოლილი ქარიზმა და მუდმივად ხალისიანი განწყობა არის ყველაზე დიდი კაპიტალი ფინანსების მოსაზიდად.

თხის რქას ფულის გამომუშავება ყოველთვის დიდი შრომით უწევს. ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ზოდიაქოს ამ ნიშანს გამდიდრების შანსები ყველაზე მეტად სახელმწიფო სამსახურში აქვს, სადაც იგი აუცილებლად აღწევს მაღალ თანამდებობებს.

მერწყულის გამდიდრება შესაძლებელია სოციალური პროექტების მეშვეობით. გარდა ამისა, ბევრი მერწყული გამოიმუშავებს დიდ ფინანსებს ინტერნეტ-კომერციის ან ტექნიკის ყიდვა-გაყიდვის საშუალებით.

თევზებისთვის დიდი კაპიტალის დაგროვება რთულია, ამიტომ ასტროლოგები თვლიან, რომ ამ ხალხმა საქმე ყოველთვის პარტნიორებთან ერთად უნდა აკეთოს. საუკეთესო შემოსავლის წყაროა სასმელის წარმოება, სახელოვნებო სფეროებში ინვესტირება ან საქველმოქმედო ორგანიზაციების შექმნა, სადაც თევზების ჰუმანური ბუნება იდეალურად იმუშავებს საზოგადოების საკეთილდღეოდ.