თავის მხრივ ეს თორმეტი ნიშანი სხეულის თორმეტ სხვადასხვა ორგანოს განასახიერებს. შესაბამისად ის, თუ რომელი ორგანოთი "იმართება" თქვენი ზოდიაქოს ნიშანი განაპირობებს კიდეც ამა თუ იმ კონკრეტული დაავადებებისკენ თქვენს მიდრეკილებებს.
ვერძს ქრონიკული შაკიკის, თავის ტრავმებისკენ აქვს მიდრეკილება.
კუროს ყელის სისუსტე და ფარისებრი ჯირკვალის პრობლემები აწუხებს ხშირად.
ტყუპი სასუნთქი გზების დაავადებებით იტანჯება, მიდრეკილია ვირუსული ინფექციებისკენ.
კირჩხიბის სისუსტე კუჭია. შესაბამისად, ხშირად საჭმლის მონელების პრობლემა.
ლომს რისკი გააჩნია გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისკენ, აქვს ინფარქტის ან ინსულტის საშიშროება.
ქალწულის სისუსტე კუჭ-ნაწლავის პრობლემებია. ამ ადამიანებს ხშირად სტანჯავს ეგზემა და კანის სხვადასხვა დაავადებაც.
სასწორს თირკმლის სისუსტე აღენიშნება. მისი პრობლემები ხშირად უკავშირდება ნეფრიტის ან პიელონეფრიტის რისკს.
მორიელს სქესობრივი დაავადებების დიდი რისკი აღენიშნება. იგი ასევე ხშირადაა უროლოგიური პრობლემების კანდიდატი.
მშვილდოსნის სისუსტეა ნაღვლის ბუშტი და ღვიძლი. რაც თავის მხრივ ნივთიერებათა ცვლის დარღვევას უწყობს ხელს.
თხის რქის პრობლემაა ძვლები და კბილები. აწუხებს ოსტეოქონდროზი და კბილების სისუსტე.
მერწყული სისხლის მიმოქცევის და არტერიული წნევის დარღვევის რისკ-ფაქტორის ქვეშაა. მას ხშირად სტანჯავს ჰიპერტონია.
თევზები ხშირად ხდება ოფთალმოლოგიური პრობლემების მსხვერპლი.