ადგილს იკავებენ ისეთი მშობლები, რომლებიც საკუთარი შვილის სწორად განვითარებაზე პატარა ასაკიდან იწყებენ ზრუნვას და აინტერესებთ, თუ კონკრეტულად რა კუთხით მიმართონ ამ უკანასკნელის ინტერესები. პირადი ასტროლიგიური რუკით, რაღა თქმა უნდა, ზედმიწევნით ზუსტად შეიძლება იმის თქმა, თუ სამომავლოს რა სფეროში შეძლებს თქვენი შვილი წარმატების მიღწევას. თუმცაღა, ზოგადი სტატისტიკაც არსებობს იმის გასარკვევად, თუ რა სახის დამატებითი აქტივობით აჯობებს დააკავოთ თქვენი პატარა საიმისოდ, რომ უკვე დიდ ასაკში მისი მენტალური განვითარებისთვის სწორი საფუძველი გქონდეთ არჩეული.
ვერძი შემოქმედებითი და აქტიური ნიშანია – თუ გოგონაა ცეკვა, სიმღერა, სამსახიობო სტუდია გამოგადგებათ. ბიჭს კი სპორტის რომელიმე სახეობა შეურჩიეთ – მაგალითად რაგბი.
კუროები ბუნებით არ არიან ნოვატორები. ამიტომ თქვენს პატარა კურო გოგოს თუ რაიმე ტიპის ხელსაქმეს ასწავლით ან კულინარიით დააინტერესებთ იდეალურია. ბიჭუნას ძალიან მოეწონება ჭადრაკი ან ჭიდაობა.
ტყუპი სიცელქით განთქმული ბავშვების ნიშანია. ამიტომ პატარა ქალბატონი ტყუპი ენების შესწავლით დააკავეთ, მისთვის ეს სასარგებლოცაა და სასიამოვნოც. ბიჭუნა კი ფეხბურთზე შეიყვანეთ, გამორიცხული არაა, რომ მისგან დიდი ფეხბურთელი დადგეს.
კირჩხიბი მორცხვი და ემოციური ბავშვია. კარგს იზამთ თუკი გოგო კირჩხიბს სამსახიობო ოსტატობას აზიარებთ, ასე მას საკუთარი სიმორცხვის დაძლევა გაუადვილდება. ბიჭუნა კი ცურვის დიდოსტატი გამოვა. შესაბამისად, თუ ჯერ აუზზე არ დაგყავთ, ატარეთ! წინააღმდეგ შემთხვევაში მისი აბაზანიდან გამოძევების პროცედურაზე ნერვები არაერთგზის დაგეძაბებათ.
ლომს ლიდერობა უყვარს. პატარა ბოკვერი თუკი ის გოგონაა, შესანიშნავად აუღებს ალღოს ცეკვასა და სიმღერას. ბიჭუნას კი სპორტის ისეთი სახეობა მოეწონება როგორიცაა მძლეოსნობა ან ფარიკაობა.
ქალწული ჩაკეტილი და თავისებური ბავშვია. მას მომატებული გონებრივი აქტივობა გააჩნია. გოგონა თუ გყავთ დიზაინერის მონაცემები განუვითარეთ, მისგან შეიძლება შესანიშნავი მოდელიორიც დადგეს. ბიჭუნას კი კონსტრუქტორით ან ჭადრაკით გაუღვივეთ ინტელექტუალური ფონი.
სასწორი კრეატიული და მომხიბვლელია. თუ გოგონას მშობელი ხართ ხატვა-ფერწერის შემსწავლელ წრეზე მიიყვანეთ იგი, ბედნიერი იქნება. ბიჭი თუ გყავთ მისთვის კალათბურთი ან ტანვარჯიშია ზედგამოჭრილი.
მორიელი ჯიუტი და რთული ბავშვია. ამასთან გოგონას ბიჭური ხასიათი გააჩნია. მისთვის საუკეთესო გასართობი იქნება თუ ძერწვით დააინტერესებთ, მორიელებს მოსწონთ მსგავსი საქმიანობა. ბიჭუნასთვის კი საუკეთესო გასართობია სპორტი – განსაკუთრებით კრივი.
მშვილდოსანი მხიარული და ოპტიმისტია. გოგონა თუ გყავთ მისგან შესანიშნავი პატარა ვეტერინარი დადგება. მიაბარეთ მოსავლელად შინაური ცხოველები, ის მათ სიამოვნებით უპატრონებს. ბიჭუნასთვის კი ფეხბურთი ან ჩოგბურთი იქნება სასურველი საქმიანობა.
თხის რქა დაბადებიდან ზედმეტად სერიოზულია. მისთვის აუცილებელია ინტელექტუალური საკვები. შესაბამისად, გოგონა ხშირად დაასაქმეთ წიგნის კითხვით. ბიჭს კი სასურველია ხაზვა შეაყვაროთ ან კონსტრუქტორით ქალაქების აგება. მისგან ურიგო არქიტექტორი როდი გამოვა.
მერწყული ყველაზე ორიგინალური და კრეატიული ნიშანია. გოგონა თუ გყავთ შეგიძლიათ იგი ხელსაქმით გაართოთ, მოუმარაგეთ ფერადი მძივები და ბისერები მისგან თქვენი შვილი ხელოვნების ნიმუშს შექმნის. ბიჭს კი კომპიუტერული ტექნიკა გაახარებს. მიეცით მას წვდომა ყველანაირი სახის ტექნიკასთან, მას ინტუიციური ცოდნა გააჩნია ამ მხრივ.
თუკი თევზი ბავშვის მშობელი ხართ. გოგონას სასურველია ხმა, სმენა და მუსიკალური მონაცემები შეუმოწმოთ. კარგი იქნება თუ რომელიმე ინსტრუმენტზეც ასწავლით დაკვრას. ბიჭს კი ყველაზე მეტად გაახარებს აუზზე სიარული.