რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული, ორი დაბნელების შესახებ?

რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული, ორი  დაბნელების შესახებ?

25 აპრილს მთვარე, გრინვიჩის დროით 19.58 წუთზე ბნელდება. ეს პირველი დაბნელებაა წლევანდელი წლის ე.წ. "დაბნელებათა სერიაში".

აღსანიშნავია, რომ ამ დღეს მთვარე მორიელის 5,46 გრადუსზე დაბნელდება. ხოლო მზის დაბნელება, 10 მაისს კუროს ზოდიაქოში მოხდება. აქედან გამომდინარე, უნდა გავითვალისწინოთ რომ უახლოესი 36 დღის მანძილზე, დედამიწა გადის საკმაოდ რთულ კოსმიურ ციკლს. შესაბამისად, ადამიანების ფსიქიკაც არცთუ მარტივი გამოცდის წინაშე დგება.

25 აპრილს ანუ უშუალოდ მთვარის დაბნელების დღეს, გაძლიერებული იქნება მგრძნობელობა. ამიტომ, ნებისმიერი სახის კონფლიქტური სიტუაცია სწორედ ამ დღეს მიაღწევს დუღილის ტემპერატურას. გამომდინარე იქედან, რომ დაბნელება ფიქსირებულ ნიშანში ხდება, ეს ერთ-ერთი რთული პროცესია მათთვის, ვისაც ხასიათის სიმტკიცე ან პრინციპულობა აკლია. ამასთანავე, ეს მოვლენა, ადამიანების ცხოვრებაში წარსულის გადაუჭრლ პრობლემებს წამოსწევს წინ, აქტუალური იქნება გადამჭრელი ზომების მიღების აუცილებლობა და ცივი გონებით მოქმედების უნარი. მთვარე, რომელიც ამ დღეს მორიელის ზოდიაქოს გადის, ადამიანთა ემოციური ფონის მკვეთრ გააქტიურებას განაპირობებს. ამიტომ ბევრს შეიძლება მოეჩვენოს, რომ არ აფასებენ, იყენებენ, პატივს ვერ სცემენ ისე როგორც საჭიროა. ამ დღეს არაერთი ადამიანი დადგება შურისძიებისა და წარსულთან ანგარიშის გასწორების ხასიათზე. ასევე გააქტიურდება სექსუალური ენერგია და აქამდე გადაუჭრელი პირადი პრობლემებიც, ბევრის ცხოვრებაში გამოიწვევს რყევას. ზოგადად მთვარის დაბნელება მორიელის ზოდიაქოში, ბევრი აქამდე ფარული საიდუმლოებისთვის ფარდის ახდის მიმანიშნებელია. ამიტომ გამორიცხული არ არის, სწორედ ამ დღეს მოეფინოს ნათელი მრავალი თქვენგანის ცხოვრებაში ცოლ-ქმრული ღალატის, გარდაცვალების, ორსულობის აქამდე ტაბუდადებულ ისტორიებს.

Astrologia

ბიზნესის სფეროში "დედლაინების" თემა განსაკუთრებული სიმწვავით წამოიწევს. ამასთან, რადგან უახლოესი დაბნელებების პერიოდში, აქტიურადაა ჩართული ორი ნიშანი, რომელიც თავის მხრივ ფინანსურ სფეროზე აგებს პასუხს – ანუ კურო და მორიელი, შესაბამისად ბიზნესმენებს მოეთხოვებათ მაქსიმალური ყურადღება დაუთმონ საკუთარი კაპიტალის სწორად განკარგვას. იმიტომ რომ ამ პერიოდში ფინანსური მაქინაციების, თანხის მითვისების და ქონებრივ საკითხებზე სასამართლო პროცესების დაწყების დიდი ალბათობაა. ასევე სასურველია თავი შეიკავოთ მსხვილი კაპიტალდაბანდებებისგან და შენაძენისგან, რომელიც დიდ რესურსებს მოითხოვს. საამისოდ დრო ჯერ არ დამდგარა. შეგიძლიათ, ამ ეტაპზე უბრალოდ საფუძველი მოამზადოთ ამისთვის.

უმთავრესად კი, პრობლემები რომელიც ამ ეტაპზე იჩენს თავს, ჯერ კიდევ გასული აგვისტოდან იღებს სათავეს. ანუ იმ პერიოდიდან, როცა მარსი-სატურნის ზუსტი შეერთება დაფიქსირდა ცაზე. კონკრეტულად ეს 2012 წლის 15 აგვისტოს მოხდა. შესაბამისად, იმდენად რამდენადაც მოახლოვებული დაბნელებისას ეს ორი პლანეტა დაძაბულ ასპექტაციაში უპირისპირდება ერთმანეთს, სწორედ ის პრობლემები წამოიწევს წინ, რომელთაც მათი ზუსტი შეერთებისას ჩაეყარა საფუძველი. ასევე გააქტიურდება ის საკითხები, რომლის ათვლის წერტილიც 2013 წლის იანვარშია საძებნელი (კონკრეტულად იყო 2013 წლის 7 იანვარი – მარსი-სატურნის კვადრატი). აქვე იმასაც დავძენ, რომ განსაკუთრებით რთული იქნება მოახლოებული დაბნელება მათთვის, ვის პირად რუკაშიც მზე-სატურნის ან მარსი-სატურნის დაძაბული ასპექტები შეინიშნება.

შედარებით დააბალანსებს 25 აპრილის საკმაოდ რთულ კომბინაციებს ცაზე პლუტონის მდებარეობა. რომელიც ბევრ ადამიანს მისცემს შანსს, მტკივნეული პრობლემები შინაგანი რეზერვების გააქტიურების ხარჯზე გადაჭრას და არა კონფლიქტის გზით. გამოსავალი არის, ოღონდ იგი შესაძლოა იყოს იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. თუკი ამ პერიოდში გამოუვალი სიტუაციის წინაშე აღმოჩნდით, დაუბრუნდით საწყის ათვლის წერტილს. სწორედ აქ იპოვნით გასაღებს. თუმცა, უმთავრესი მაინც ის არის გააცნობიეროთ რა გაქვთ, რისთვის იბრძვით ამ ეტაპზე და რამდენად საჭიროა თქვენთვის საერთოდ ამ ბრძოლაში ჩაბმა?

ამ პერიოდში ანუ დაბნელებიდან დაბნელებამდე (პლუს-მინუს 2 დღე წინ და უკან), ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და ნუ აიღებთ საკუთარ თავზე სერიოზულ ვალდებულებებს, განსაკუთრებით ფინანსური კუთხით! მოერიდეთ თქვენთვის საყვარელ ადამიანებთან კამათს. ურთიერთობის გარჩევა სხვა დროისთვის გადადეთ, იმიტომ რომ რაც ამ პერიოდში "გატყდება" მას უკვე სამომავლოდ ვეღარაფერი "გაამთელებს" . გახსოვდეთ ეს და მოუფრთხილდით ერთმანეთს! ნეგატიური ასპექტები მალე გაივლის, ეს მხოლოდ გამოცდაა ჩვენთვის ჭეშმარიტი ფასეულობების დასაფასებლად!

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?