რა უნდა ვიცოდეთ ორი უმნიშვნელოვანესი ასტროლოგიური მოვლენის შესახებ რომელიც ოქტომბერში მოდის

რა უნდა ვიცოდეთ ორი უმნიშვნელოვანესი ასტროლოგიური მოვლენის შესახებ რომელიც ოქტომბერში მოდის

დატვირთული და მრავალფეროვანი იქნება, როგორც გარკვეული ნეგატიური, ისე პოზიტიური მოვლენების კუთხით. თუმცა, ის თუ როგორი მიმდინარეობა მიეცემა ამა თუ იმ კონკრეტული ინდივიდის ცხოვრების მსვლელობას მხოლოდ და მხოლოდ მისივე გადადგმული ნაბიჯების სისწორეზე იქნება დამოკიდებული.

დიახ, წინ ორი ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენა გველის რომლითაც ოქტომბერი გვაჯილდოებს – ეს არის მთვარის სრული დაბნელება ვერძის ზოდიაქოს ნიშანში 8 ოქტომბერს და მზის ნაწილობრივი დაბნელება 24 ოქტომბერს მორიელში. მთვარე ქალური ენერგეტიკის მატარებელი მნათობია. შესაბამისად, მოახლოებული მთვარის დაბნელება უფრო მეტად ქალბატონებზე იმოქმედებს ვიდრე მამაკაცებზე, განსაკუთრებით ფსიქოლოგიური კუთხით. ხოლო მზის დაბნელებისას წინ უკვე ძლიერი სქესისთვის აქტუალური საკითხების გადაჭრის აუცილებლობა წამოიჭრება. ამასთან ერთად უნდა გვახსოვდეს, რომ მთვარის დაბნელება ყოველთვის იძლევა შანსს რაიმე კონკრეტული მოვლენა, ურთიერთობა და საქმიანობა მივიყვანოთ საბოლოო წერტილამდე და შევკრათ რკალი. მოვნიშნოთ ბოლო საზღვარი. მით უმეტეს, რომ მოახლოებული დაბნელება ააქტიურებს წერტილებს ვერძი-სასწორი რაც იმას ნიშნავს, რომ ძირითად შემთხვევაში ეს პერიოდი უკვე არსებული პირადი ურთიერთობების გარკვევა-დასრულება-ფორმირების საკითხს შეეხება. კარგი პერიოდია საიმისოდ, რომ აქამდე გაურკვეველი ან სულაც მტანჯველ და დამღლელ კავშირებში საბოლოოდ დავსვათ წერტილი და ეს განსაკუთრებით ქალბატონებს ეხებათ.

თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ არამც და არამც არ ღირს ურთიერთობის დასრულება ჩხუბით, სცენებითა და კონფლიქტებით (რის სურვილსაც დიდი ალბათობით აუცილებლად გამოიწვევს მთვარის დაბნელება აგრესიულ ვერძის ზოდიაქოში). ამ შემთხვევაში ჩემი რჩევა იქნება, აუცილებლად მოვუხმოთ კეთილგონიერებასა და დიპლომატიაში ვერძის ოპოზიციურ ნიშანს – სასწორს დავესესხოთ. რაც იმას ნიშნავს, რომ ურთიერთობაში დიპლომატია და ტაქტი გამოვავლინოთ, პრობლემას პარტნიორის თვალსაწიერიდანაც შევხედოთ და გადაწყვეტილება კონსესუსის, მოლაპარაკებისა და ურთიერთკომპრომისის ხარჯზე მივიღოთ!

ხოლო რაც შეეხება მზის დაბნელებასა და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს, თუკი მთვარის დაბნელების პერიოდი რაიმე სახის პრობლემატური ურთიერთობების საბოლოო დასრულებას უწყობს ხელს, მზის დაბნელებისას პირიქით – შანსი გვეძლევა საფუძველი ჩავუყაროთ ახალ, პერსპექტიულ წამოწყებებს. განსაკუთრებით მომგებიანი კი ამ მხრივ მსხვილბიუჯეტიანი ფინანსური პროექტების დაგეგმვა (გაითვალისწინეთ, მხოლოდ დაგეგვმა და არა განხორციელება!) იქნება, იმიტომ რომ ზემოთ ხსენებული დაბნელება კურო-მორიელის წერტილებს ააქტიურებს. რის ხარჯზეც აქტიურდება ფინანსების, უძრავი ქონებისა და სხვადასხვა ტიპის მატერიალური საკითხების გადაწყვეტის აუცილებლობა. ამიტომ მოცემული პერიოდი შესაძლებელია საკმაოდ წარმატებული პროექტების დაწყება-დაგეგმვას დაუთმონ მამაკაცებმა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ცხოვრებაში ფულად საკითხებთან დაკავშირებული პრობლემები წარმოიქმნება, მათი გადაჭრა არამც და არამც არ უნდა სცადოთ ე.წ. "მორიელური ტაქტიკით" – ძალისმიერი ან ავანტურისტული გზით. საკითხს კუროსავით მშვიდად, სამართლიანად და პატიოსნად მიუდექით საიმისოდ, რომ სამომავლოდ დანაკარგები და გართულებები მაქსიმალურად აიცილოთ თავიდან.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?