როგორც ასტროლოგები ამტკიცებენ, ადამიანში ერთგულების უნარს ჰოროსკოპის ნიშნისთვის დამახასიათებელი შტრიხებიც დიდწილად განაპირობებს. თუმცა, მოგეხსენებათ არ არსებობს წესი გამონაკლისის გარეშე. ამიტომ ქვემოთ მოყვანილ სტატისტიკას განსაკუთრებული ემოციით ნუ მოეკიდებით, თუკი თქვენი თავი არცთუ მონოგამიურ ნიშნებს შორის აღმოაჩინეთ. გახსოვდეთ, რომ სადაც სიყვარულია იქ ვარსკვლევების გავლენა დამატებითი კომპონენტია მხოლოდ და სხვა არაფერი.
ვერძი - როგორც წესი, ერთგულია. თუმცა, უყვარს სიახლე და ავანტურა. თუ პარტნიორი მოსაწყენად არ მისცემს დროს, ვერძი ერთგული იქნება სიცოცხლის ბოლომდე.
კურო - ერთ-ერთი, ყველაზე ერთგული ნიშანია. მას ღრმად სწამს სიყვარულის კუბოს კარამდე. თუმცა, თუკი ღალატის მსხვერპლი გახდა, შეუძლია "რევანშის" სახით თავდაც უღალატოს პარტნიორს.
ტყუპი - არასტაბილური, საკმაოდ ცვალებადი ნიშანია. ამიტომ მისი ერთგულების იმედი არ უნდა გქონდეთ. ფლირტის სახით მაინც ეცდება ხანდახან გაძვრომა-გამოძვრომას.
კირჩხიბი - ტყუპზე არანაკლებ არასტაბილურია. ამის ბრალი კი მისი ცვალებადი ხასიათია. კირჩხიბი პრეტენზიული და ჭირვეულია. ითხოვს მუდმივ ყურადღებას. თუკი პარტნიორმა ყურადღება მოაკლო, იმისკენ გაიწევს, ვინც ამ ემოციურ დანაკლისს შეუვსებს მარტივად.
ლომი - ერთი შეხედვით პოლიგამიური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს და გგონიათ, რომ თაყვანისმცემელთა არმია ახვევია. იქნებ არის კიდეც ასე, მაგრამ ლომი საკმარისად პრინციპულია საიმისოდ, რომ ნამდვილ სიყვარულს უღალატოს. ამიტომ, თუკი მისი გულის მოგება შეძელით, მისი ერთგულების იმედიც გქონდეთ.
ქალწული - ამ ადამიანს შეგიძლიათ ენდოთ, როგორც წესი, ქალწული მონოგამიურობით გამორჩეული ნიშანია. წესრიგის სიყვარული და პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა, ქალწულის შემთხვევაში პირად ურთიერთობებზეც ვრცელდება.
სასწორი - სასწორის ზოდიაქოს სხვებისგან სამართლიანობის ძლიერი გრძნობა გამოარჩევს. ამიტომ, როგორც წესი, სასწორისგან ღალატი, გამიზნულად არ არის მოსალოდნელი. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ნიშანი პარტნიორობას მართავს, ამიტომ უვნებელი ფლირტისკენ გული ბევრ სასწორს მიუწევს და ეს მათმა პარტნიორმა არ უნდა აღიქვას ტრაგედიად.
მორიელი - ერთ-ერთი ყველაზე ვნებიანი, სექსუალურად საოცრად აქტიური ნიშანია. ამიტომ მორიელი რომ დიდი ხნით მიიჯაჭვოთ, აუცილებელია მას საუკეთესო სექსი შესთავაზოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ის აუცილებლად გიღალატებთ, მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკური მოთხოვნილებების გამო. მისთვის სექსი საკვებსა და ჰაერზე მეტია.
მშვილდოსანი - სიახლეებისა და თავგადასავლების მოყვარული ნიშანია. ამიტომ მისგან ერთგულებას ნუ ელით. მშვილდოსანი უფრთხის ზედმეტად საპასუხისმგებლო კავშირებს და ცდილობს, არავის მიეჯაჭვოს ემოციურად. თუ თქვენც მასავით ავანტურისტი და ცვალებადი ხართ იქნებ გაძლოთ კიდეც ერთად.
თხის რქა - ამ პარტნიორს შეგიძლიათ ხშირ შემთხვევაში თვალდახუჭული ენდოთ მთელი 100% -ით. მოწესრიგებული, დისციპლინირებული თხის რქა, როგორც წესი, ყოველთვის ახერხებს, რომ გრძნობები გონებით მართოს. ამიტომ ძალზე იშვიათად ემორჩილება ცდუნებას.
მერწყული - ერთ-ერთი, ყველაზე არაპროგნოზირებადი ნიშანია. საქმეს ართულებს ისიც, რომ მერწყულებს არ უყვართ ახსნა-განმარტებები და თავის მართლება. ისინი მარტივად მიდიან სასიყვარულო ავანტურაზე, თუმცა, ამას გარემოებათა მიზეზით ხსნიან.
თევზები - როგორც წესი, ბუნებით ნაკლებად არიან მიდრეკილნი ღალატისკენ. თუმცა თევზები საკმაოდ ლაბილური, ხათრიანი ნიშანია. ამიტომ შესაძლებელია პარტნიორს შემთხვევით უღალატონ, ხშირად თავადაც რომ ვერ აცნობიერებენ საკუთარი დანაშაულის სიმძიმეს ისე.