ტემპერამენტსა და მიდრეკილებას სიყვარულში. შესაბამისად, არსებობენ ბუნებით ცნობისმოყვარე და სპონტანური ინდივიდები, თუმცა მათ პარალელურად "მძიმე არტილერიებსაც" ვხვდებით და საიმისოდ, რომ ამგვარი ადამიანის გული მოიგოთ, რაღა თქმა უნდა, ბევრი ჯაფაა საჭირო.
როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მარტივები სიყვარულში ჰაერის ნიშნები არიან. ისინი იოლად აღიქვამენ მორიგი რომანის წამოწყებას ამიტომ ტყუპთან, სასწორთან და მერწყულთან სასიყვარულო ისტორიის წამოწყება ნაკლებად გაგიჭირდებათ. მთავარია, მაქსიმალურად კომუნიკაბელური და მეგობრული იყოთ, ასევე ენაც გიჭრიდეთ კარგად. თუკი ყველაფერ ამასთან ერთად არც ინტელექტის სიმწირეს უჩივით, ჩათვალეთ, რომ ჰაერის ნიშნით დაბადებული ადამიანის გული უკვე მოინადირეთ. თუმცა რამდენად ხანგრძლივად გაგრძელდება თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა ეს უკვე კონკრეტული ისტორიის თემაა. თუმცა გახსოვდეთ, "ჰაერები" არცთუ მაინცდამაინც სტაბილურები არიან რომანტიკულ კავშირებში.
მარტივად და სპონტანურად უყვარდებათ ხოლმე ასევე ცეცხლის ნიშნებს. ლომები, ვერძები და მშვილდოსნები მხურვალე საყვარლები და რომანტიკული პარტნიორები არიან. თუმცა მათთვის აუცილებელია "დევნის" მომენტი და ექსტრიმი ურთიერთობაში. შესაბამისად, თუკი მათ ინტერესს გაღვივების შემდეგაც არ უზრუნველყოფთ პერიოდული "დოპინგით", რომელშიც სხვათა შორის კონფლიქტები და მსუბუქი ეჭვიანობაც შედის, სავსებით შესაძებელია, რომ თქვენმა ცეცხლოვანმა პარტნიორმა ვინმე გაცილებით უფრო აზარტული მეორე ნახევრისკენ დაიწყოს თვალების ცეცება. მოკლედ, მოპოვებულ "ცეცხლს" შენარჩუნება უნდა.
საკმაოდ რთულად შემოდიან ინტენსიურ კონტაქტში და მით უმეტეს, მარტივად ვერ შეაყვარებთ თავს წყლის სტიქიის წარმომადგენლებს. კირჩხიბები, მორიელები და თევზები უზომოდ ემოციურ და ფრთხილ ადამიანთან კატეგორიას განეკუთვნებიან, ამიტომ საიმისოდ, რომ მათი გულის კარამდე მისასვლელი გზები მონახოთ, ჯერ ამ უკანასკნელის ნდობის მოსაპოვებლად დაგჭირდებათ ხანგრძლივი ბრძოლა. თუკი ასეთი ადამიანი გენდობათ და თავს თქვენ გვერდით უსაფრთხოდ გრძნობს, შესაძლებელია მისი გრძნობები თქვენ მიმართ უკვე რომანტიკული ელფერითაც გაფერადდეს. თუმცა ნდობის მიჩვევის გარეშე, ისე სპონტანურად იმედი ნუ გექნებათ ასეთ ადამიანთან სასიყვაურლო ურთიერთობის. ამასთან ერთად, თქვენ მათ ეჭვიან ბუნებასთანაც მოგიწევთ შეგუება, იმიტომ რომ წყლის ნიშნებში საყვარელი ადამიანის მიმართ, მძაფრი მესაკუთრული ინსტინქტები და მიჯაჭვულობის მომენტია დომინანტური.
დაბოლოს, ყველაზე ძნელი მიწის სტიქიით დაბადებული ადამიანის გულამდე მისასვლელი გზაა, როგორც ასტროლოგები ვარაუდობენ. კუროს, თხის რქის ან ქალწულის მოსახიბლად თქვენ დიდი დრო, სიმშვიდე, მონდომება და სიჯიუტე დაგჭირდებათ. ასეთი ადამიანები აფასებენ სტაბილურობასა და გაწონასწორებულობას პარტნიორის ხასიათში. მათთვის ასევე მნიშვნელოვანია ისიც, თუ რამდენად შესწევს მეორე ნახევარს უნარი უერთგულოს მას და ხანგრძლივი დროის მანძილზე ამოწმებენ ამ უკანასკნელის ემოციებს ერთგულებაზე. მიწის ნიშნის პარტნიორი თქვენგან სიმშვიდეს, ზრუნვას და მუდმივ ყურადღებას ითხოვს. იგი ვერ იტანს თავზეხელაღებულ ტიპებს და ე.წ. "ერთი ღამის" თავგადასავალიც არ არის მისთვის მომხიბვლელი. შესაბამისად, თუკი თქვენი ინტერესის ობიექტი მიწის სტიქიის გავლენით დაიბადა დიდი გარჯა და შრომა მოგელით მისი გულის მოსაგებად. სამაგიეროდ, შედეგი უდავოდ ეღირება ამად!