რას ამბობს თქვენი თითების ფორმა თქვენზე

რას ამბობს თქვენი თითების ფორმა თქვენზე

აბსოლუტურად განსხვავებული აქვთ? ეზოთერიკოსები თვლიან, რომ ხელის მტევანზე დაკვირვებით მარტივად შეიძლება ვიმსჯელოთ ადამიანის ფსიქოტიპსა და ხასიათის შტრიხებზე.

A საჩვენებელი თითი უფრო მოკლეა ვიდრე უსახელო

ასეთი ადამიანები, მომხიბვლელები და ქარიზმატულები არიან. ადვილად ახერხებენ გარშემო მყოფებთან კომუნიკაციას. არიან პრინციპულები და რისკიანები. მარტივად ადაპტირებენ პრობლემატურ სიტუაციაში. მათი განსაკუთრებული თვისებაა სხვების მიმართ უზომოდ დიდი თანაგრძნობის უნარი. ბევრი ინჟინერი, მეცნიერი, არქიტექტორი, დიზაინერი და ექიმი იბადება მსგავსი მაჩვენებლებით.

Astrologia

B საჩვენებელი თითი უფრო გრძელია ვიდრე უსახელო

საკუთარ თავში დარწმუნებული, პრინციპული ადამიანი ხართ. ასეთ ხალხს ყოველთვის მაღალი თვითშეფასების კოეფიციენტი გააჩნია. პერიოდულად ზოგიერთ მათგანში ეგოიზმის დონეც ზედმეტადაა გამოხატული. ზოგადად არ უყვარს ასეთ ხალხს როცა ვინმე აწუხებს წვრილმანებით და გამუდმებით ცდილობს მისი ყურადღების მიქცევას. თუკი ხელის მტევანი ზუსტად ზემოხსენებული კონფიგურაციის გაქვთ, იმ ადამიანების რიცხვს არ განეკუთვნებით, ვისაც პირველი ნაბიჯის გადადგმა და სხვებისთვის თავის შეთავაზება უყვარს. ამაყი, ამბიციური და საკმაოდ თავმოყვარე ტიპაჟი ხართ, თუმცა აფასებთ სითბოს და რეაგირებთ კიდეც თქვენ მიმართ გამოჩენილ სიკეთეზე ადეკვატურად.

C საჩვენებელი და უსახელო თითები ერთი ზომისაა

მშვიდობისმოყვარე, ძირითადად უკონფლიქტო და დიპლომატიური ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი ხართ. ასეთი ხალხი ყოველთვის ცდილობს სწორად განკარგოს დრო და რესურსი ცხოვრებაში. მოსწონთ დაგეგმილად ცხოვრება და იშვიათად ღალატობენ საკუთარ შეხედულებებს. ურთიერთობაში ერთგულები არიან, იქნება ეს პირადი თუ საქმიანი კავშირები ყოველთვის ბოლომდე ახერხებენ ამგვარი დამოკიდებულების შენარჩუნებას. მართალია, უკონფლიქტო ცხოვრების წესი ურჩევნიათ ხმაურსა და აყალმაყალს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში საკმაოდ მედგრად იცავენ საკუთარ ინტერესებს. ამიტომ მათთან ნუ იხუმრებთ!

წყარო : www.adme.ru

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?