პრინციპები, რომელსაც ესა თუ ის ინდივიდი ვერასოდეს გადააბიჯებს. ამიტომ სასურველია ვიცოდეთ სად გადის ის საშიში "ზღვარი", რომლის იქითაც კონკრეტულ ზოდიაქოს ნიშანთან ხუმრობა უკვე "სიცოცხლისთვის საშიში" და სახიფათო ხდება.
ვერძი ენთუზიაზმისა და პროფესიული პირველობის ჩამორთმევის მცდელობას არასოდეს გაპატიებთ.
კურო ვერასოდეს პატიობს არასტაბილურობასა და ქარაფშუტულ დამოკიდებულებას მისი გრძნობების მიმართ.
ტყუპი ძნელად გაპატიებთ, თუ მას სახალხოდ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში გაეჯიბრებით.
კირჩხიბის სამუდამოდ გადამტერება მისი ოჯახის წევრებზე დაცინვა-ქილიკით შეგიძლიათ.
ლომი ომს გამოგიცხადებთ თუკი მის თავმოყვარეობას და იმიჯს შეეხებით საზოგადოების წინაშე და სახალხოდ.
ქალწული მტრად შეიძლება გადაიკიდოთ, თუკი მის თვალში ფეთხუმისა და უპასუხისმგებლო კაცის სახელს დაიმკვიდრებთ, ვისი იმედიც არასოდეს უნდა გქონდეს.
სასწორს უხეშობის და უტაქტობის პატიება გაუჭირდება. შესაბამისად, თუკი მას ხშირად დაესხმებით თავს აგრესიული გამოხდომებით ის სამუდამოდ გაგერიდებათ.
მორიელი უარყოფილის სტატუსს ვერ იტანს. ამიტომ თუკი თქვენ მას თავი არარაობად აგრძნობინეთ, იცოდეთ სამუდამოდ გადაიმტერეთ.
მშვილდოსანი საკუთარი იდეალების, რწმენისა და მორალური პრინციპების ეჭვქვეშ დაყენების გამო შეიძლება გადაგემტეროთ.
თხის რქას კი ძალიან გაუჭირდება გაპატიოთ პროფესიული კონკურენცია ან მისი მდაბიო წარმომავლობის ხაზგასმა.
მერწყული ვეღარ გააგრძელებს თქვენთან ურთიერთობას თუ თქვენ ცდილობთ, ამა თუ იმ საქმის კეთება დაავალდებულოთ.
თევზები მინიმუმამდე დაიყვანს თქვენთან კონტაქტს, თუკი გამუდმებით და ბოროტად იხუმრებთ მასზე.