რას გვიქადის იშვიათი მოვლენა - "პლანეტების აღლუმი" ოქტომბერში

რას გვიქადის იშვიათი მოვლენა - "პლანეტების აღლუმი" ოქტომბერში

თვეში, სამყარო იშვიათი კოსმიური მოვლენის მოწმე ხდება - ცაზე პლანეტების მცირე აღლუმი იმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი პლანეტა ერთი და იმავე ზოდიაქოს ნიშანში განლაგდება, რის ხარჯზეც, თავად იმ ზოდიაქოს ნიშნისთვის დამახასიათებელი მოვლენებისა და თვისებების აქცენტირება მოხდება, როგორც ადამიანებში, ისე ჩვეულებრივი მოვლენების მიმდინარეობაში. ოქტომბრის მეორე ნახევარი კარგი პერიოდია საიმისოდ, რომ პირად ცხოვრებაში გააზრებულად, გონების კარნახით მიიღოთ გადაწყვეტილებები. თუმცა, აქვე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვენერა ქალწულის ნიშანში იქნება და ზედმეტი "ლუპით ყურება" არ უნდა დავუწყოთ პოტენციურ პარტნიორებს მათ პიროვნებაში უმნიშვნელო ნაკლოვანებების აღმოსაჩენად - გახსოვდეთ, იდეალური არავინაა ამ ქვეყანაზე.

ძალიან დადებითად იმოქმედებს პლანეტების აღლუმი ბიზნესსა და საფინანსო სფეროზე ზოგადად. ამ პერიოდში შესაძლებელი იქნება წამოიწყოთ რაიმე ახალი საქმიანობა, რომელიც სამომავლოდ სტაბილურ შემოსავლის წყაროდ იქცევა თქვენთვის. თუმცა, გაითვალისწინეთ ისიც, რომ ქალწული მშრომელი ნიშანია - შესაბამისად, ზუსტი გრაფიკის, მეთოდური მუშაობის და ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელებული ქმედებების გარეშე არაფერი მოგეცემათ. ქალწულს არ უყვარს "უფასო სუპი", ამიტომ ნუ დაელოდებით, რომ უბრალოდ გაგიმართლებთ და ციდან ფულის წვიმა გადმოგესხურებათ.

ოქტომბრის მეორე ნახევარი ყველაზე პოზიტიური იქნება ქალწულის, კუროს, თხის რქის ზოდიაქოს ნიშნებისთვის. გარკვეულწილად გაუმართლებთ კირჩხიბებს, მორიელებს, სასწორებს. ცოტა რთულად გამოუვათ პლანეტების აღლუმის "სათავისოდ გამოყენება" მშვილდოსნებსა და თევზებს. რაც შეეხება ვერძის, ტყუპის, მერწყულის ნიშნით დაბადებულებს, ბედი მათ მხოლოდ აქტიური და წინდახედული ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში გაუღიმებს. ამიტომ სპონტანურობას, არათანმიმდევრულობასა და ზედაპირულობას, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ ნიშნებს ხასიათში აქვთ, აჯობებს მეტი კონტროლი გაეწიოს. საიმისოდ, რომ ოქტომბრის მეორე ნახევარში რეალურად მოხდეს ფინანსური ან პირადი საკითხების დარეგულირება.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?