რას გვიქადის მოახლოვებული მზის დაბნელება - რჩევები და რეკომენდაციები

რას გვიქადის მოახლოვებული მზის დაბნელება - რჩევები და რეკომენდაციები

მთვარის დაბნელებაუკან მოვიტოვეთ – 15 აპრილს, მეორე კი წინ გვაქვს. თუმცა, ამჯერად მზის ნაწილობრივ დაბნელებას 24 აპრილს ველით და მოვლენებიც გაცილებით უფრო მსუბუქ ჩარჩოებში მოექცევა.

ეს ის პერიოდია, როცა დიდი ყურადღებით უნდა მოეკიდოთ ნებისმიერ მოვლენას თქვენ გარშემო. იქნება ეს შეხვედრა, ახალი პროექტის წამოწყება თუ აქამდე გადაუჭრელი პრობლემების მოგვარების აუცილებლობა. გახსოვდეთ, რომ დაბნელებაზე წამოჭრილი ნებისმიერი საკითხი იმაზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვან და მასშტაბურ შედეგებს მოიტანს მომავალში, ვიდრე თქვენ ეს ერთი შეხედვით წარმოგიდგენიათ.

განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდეთ ადამიანებს, რომელთაც ბედი სწორედ "დაბნელების სეზონზე" გახვედრებთ ცხოვრების გზაზე. როგორც წესი, ისინი ყოველთვის მნიშვნელოვანი და კარდინალური ცვლილებების შემომტანები არიან ნებისმიერი ჩვენგანის ყოველდღიურობაში.

დაბნელების დროს ადამიანები "ჩრდილში" ექცევიან და ყოველთვის ხედავენ მხოლოდ სიტუაციის ერთ მხარეს, ხოლო მეორე მხარე რომელიც როგორც ვახსენეთ, ბურუსითაა მოცული არავინ იცის სამომავლოდ რას გვიმზადებს. შესაძლოა სიტუაციის იმ მეორე "ჩრდილოვან მხარეს" წარმატება გველის, შესაძლოა ქაოსი და იმედიგაცრუება. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი საქმე, რომელსაც ამ პერიოდში ვიწყებთ მაქსიმალურად ცივი გონებით და ყველა მოსალოდნელი რისკფაქტორის გათვალისწინებით უნდა იყოს დაგეგმილი.

ცივი გონება, წინდახედულება და სიტუაციის სწორი ანალიზი აუცილებლად დაგეხმარებათ იმაში, რომ "დაბნელების ენერგეტიკა" თქვენთვის სასარგებლოდ და სწორად გამოიყენოთ.

სიმშვიდეს, პოზიტიურ განწყობასა და იღბალს გისურვებთ!

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?