მსმენელის როლში უხდებათ ყოფნა. ფსიქოლოგების აზრით, ამ დროს ნებისმიერი ჩვენგან საკუთარ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას ხატავს ფურცელზე ანგარიშმიუცემლად გამოყვანილი ფიგურების სახით...
და რას ხატავთ ხოლმე თქვენ?
ყვავილი, ფოთოლი, მცენარე
ამ ეტაპზე გულით დიდი დარდი დაგაქვთ. ფეხქვეშ მყარი ნიადაგის პოვნაზე და ისეთ ადამიანზე ოცნებობთ, ვისი ნდობაც გექნებათ. ზოგადად, გაწუხებთ ის, რომ ძალიან ბევრი ვალდებულება და პასუხისმგებლობა გაქვთ "წამოკიდებული".
გისოსები, უჯრედები
თავს ხაფანგში მომწყვდეულივით გრძნობთ. თუმცა იმის გამო, რომ სიტუაციიდან გამომდინარე გიწევთ ეს ყველაფერი "ჩაყლაპოთ", შინაგანად უიმედობის და ბრაზის გრძნობა განგრევთ.
ზიგზაგები, წრეში ჩახატული წრეები
სხვისი პრობლემებით ნაკლებად იწუხებთ თავს. საკუთარი თავით ამ ეტაპზე ზომაზე მეტადაც კი ხართ გართული. თუმცა სასურველი იქნება გარშემო მყოფებთან საუბრისას ტონი შეარჩიოთ, გამორიცხული არ არის ვიღაცამ უტაქტობასა და უხეშობაშიც კი დაგადანაშაულოთ.
გულები, ჩუქურთმები
რომანტიულ განწყობაზე ბრძანდებით. თუმცა, გეშინიათ საკუთარი ემოციები აშკარად და დაუფარავად გამოხატოთ, იმის შიშით, რომ გარშემო მყოფებმა არ "გაგთვალონ". ნუ შიშობთ, ამ ეტაპზე უმჯობესია გულახდილი იყოთ. თქვენი გულწრფელობით ბევრის სიმპათიას დაიმსახურებთ.
ჯვრები
ჯვრები და "იქსები" ძირითადად დანაშაულის შეგრძნებაზე მეტყველებს, რომელსაც ამ ეტაპზე თავს ვერადავერ აღწევთ. ასეთ რამეს ადამიანი ხშირად უსიამოვნო სატელეფონო საუბრისას ხატავს. როგორც ჩანს, ვიღაც (ან საკუთარი თავი) გაიძულებთ სინდისის საპირისპიროდ მოიქცეთ.
ადამიანები, სახეები
როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ყელში გაქვთ ამოსული ყოველგვარი სახის პასუხისმგებლობები და სურვილი გაქვთ ერთი ხელის მოსმით მიატოვოთ ყველაფერი. რუტინა გახრჩობთ და ერთი სული გაქვთ, როგორმე გაექცეთ ყოველდღიურ ცხოვრებას.
გეომეტრიული ფიგურები (სამკუთხედი, რომბი)
საკმაოდ წინდახედული და გამჭრიახი გონების პატრონი ხართ. თქვენი მოტყუება სულაც არ არის ადვილი საქმე. თქვენნაირ ადამიანებს მკვეთრად გამოხატული პროირიტეტები და მიზნები გააჩნიათ ცხოვრებაში. ამ ეტაპზეც რაღაც კონკრეტული მიზნისკენ მიიწევთ მთელი შემართებით. ცოტა მოდუნდით, ცხოვრებაში რაღაც-რაღაცეებს ზოგჯერ მარტივად რომ შეხედოთ უმჯობესი იქნება.