ავტორი:

რას მოგვიტანს წლის ბოლო, მე-13 სავსემთვარეობა, რომელიც 30 დეკემბერსაა - როგორ უნდა შეხვდეთ მას და რას გვირჩევენ ასტროლოგები

რას მოგვიტანს წლის ბოლო, მე-13 სავსემთვარეობა, რომელიც 30 დეკემბერსაა - როგორ უნდა შეხვდეთ მას და რას გვირჩევენ ასტროლოგები

30 დეკემბერს კირჩხიბის მეცხრე გრადუსში მე-13 სავსემთვარეობას ველოდებით. როგორც წესი, წელიწადში 12 ახალმთვარეობა და 12 სავსემთვარეობა გვაქვს, მაგრამ ეს წელი გამონაკლისია. იმითაც, რომ წელს 6 დაბნელება გვქონდა და აქედან 4 - მთვარის. ეს მეორე სავსემთვარეობაა კირჩხიბში, პირველი 10 იანვარს გვქონდა, 21-ე გრადუსში, მთვარის დაბნელებაზე. და საინტერესო ისაა, რომ წრე შეიკრა, - 2020 წელი კირჩხიბში სავსემთვარეობით დაიწყო და სრულდება კიდეც.

საინტერესოა ისიც, რომ 2020 წლის მმართველი მთვარე იყო. მთვარე ეს არის სიკეთე, კვება, აღზრდა, გარემოსთან ადაპტაცია, ემოციურობა, დამოკიდებულება დედასთან, ქალებთან, ბავშვებთან (მათთან ურთიერთობის გაუმჯობესება), სახლში სიმყუდროვის შექმნა, ოჯახური ტრადიციები (მივიწყებულის აღდგენა), სამშობლოს სიყვარული, თვისება-ჩვევები, გემრიელობების მომზადება. ეს თვისებები უნდა ყოფილიყო აქტუალური ამ წელს თითოეული ადამიანის ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, მისი პირადი რუკის მონაცემების გათვალისიწინებით.

მომავალი 2021 წელი კი სატურნის იქნება. ეს არის სიმკაცრე, კონტროლი, კონკრეტულობა, შეზღუდვები და აკრძალვები. ნებისმიერ ადამიანს მოეთხოვება ჩამოყალიბებული, კარგად გააზრებულ-გათვლილი მიზნები და გეგმები განახორციელოს. თუმცა, ამაზე მოგვიანებით...

თუ წელს გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან, - უფროსებთანაც და უმცროსებთანაც, ეს ძალიან კარგია. ზოგიერთზე ჩაკეტილობამ და ერთჭერქვეშ ყოფნამაც იმოქმედა. დაფიქრდით, ზემოჩამოთვლილი მთვარის თვისებებიდან რომელია თქვენთვის მნიშვნელოვანი და რომელი გახდა წელს აქტუალური. თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ მედალს ორი მხარე აქვს და მთვარესაც აქვს უარყოფითი თვისებები, ესენია: ინფანტილურობა, მელანქოლია, ტირილისა და ისტერიკისადმი მიდრეკილება, დედური ინსტინქტის ჩახშობა, ჭირვეულობა, კრიტიკულობა, წვრილმანებზე გამოკიდება, დაბნეულობა, განწყობის ცვალებადობა. თუ ეს თვისებები უფრო ჭარბობს თქვენში, ეცადეთ, ამ სავსემთვარეობაზე იმუშაოთ საკუთარ თავზე და გამოასწოროთ ის, რაც ზიანს თქვენვე მოგიტანთ.

სავსემთვარეობა გვექნება 30 დეკემბერს, კირჩხიბის მე-9 გრადუსში, 7:28-ზე. ჩაიხედეთ პირად რუკაში, რა პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები გაქვთ კირჩხიბის ან თხის რქის 6-12 გრადუსებში ან რომელი სახლები ხვდება ამ სფეროებში, ის თემები გახდება აქტუალური.

რადგან სავსემთვარეობა კირჩხიბშია, მზე ახლა თხის რქის ზოდიაქოში ხვდება და ისინი უპირისპირდებიან ერთმანეთს, ყურადღება უნდა მივაქციოთ კირჩხიბის თემებს, ესენია: სახლი, უძრავი ქონება, საოჯახო საქმეები; ოჯახური ტრადიციები, ღირებულებები, წინაპრები; გენეტიკური მემკვიდრეობა, ოჯახური კარმა, წინაპრებთან კავშირი; ადრეული ბავშვური გამოცდილება, ბავშვობის ტრავმებთან მუშაობა, შინაგანი ბავშვი, დაფეხმძიმება და მშობიარობა; საკუთარი თვისებების - ცვალებადობა, ბუტიაობა, ჯუჯღუნი, მელანქოლია, გადაწყვეტილების ვერ მიღება - გამოსწორება; ისეთი თვისებების განვითარება, როგორებიცაა: ემპათია, გულისხმიერება, სხვების დახმარება და მათზე ზრუნვა; რომანტიკულობა. არქეტიპი: აღმზრდელი, დედა, დიასახლისი, მომვლელი, მზარეული.

სავსემთვარეობის დღეს - 30 დეკემბერს, როგორც უკვე გითხარით, მზე და მთვარე ერთმანეთს უპირისპირდება. ადამიანებს შეიძლება გაუჭირდეთ გამოსავლის პოვნა შექმნილ სიტუაციაში. ნუ მოინდომებთ შეუთავსებლის შეთავსებას. და ამასთანავე, ეს დღე მოითხოვს, რომ არ გადავვარდეთ ილუზიებში, მოვერიდოთ მოულოდნელობებს და თავადაც გააზრებული ნაბიჯები გადავდგათ, ნუ გამოვავლენთ სიძუნწეს, ნუ მივისაკუთრებთ იმას, რაც ჩვენი არაა. ფული ხარჯეთ ზომიერად, ბანკთან ურთიერთობა მაქსიმალურ დაკვირვებას მოითხოვს. განსაკუთრებით, თუ რამე ძვირად ღირებულს ყიდულობთ ან ფული უნდა გადარიცხოთ.

ზოგიერთ ადამიანს შეიძლება მოეჩვენოს, რომ სიყვარული აკლია, ან იყოს უკმაყოფილო, იმედგაცრუებული, რაც ხდება მის პირად ცხოვრებაში. შესაძლოა საკუთარ თავში ეძებოთ დამნაშავე ან სხვები დაადანაშაულოთ. გირჩევთ, ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს პირად ურთიერთობასთან დაკავშირებით. მამაკაცებო, განსაკუთრებით მოგმართავთ, რომ არ გაართულოთ დამოკიდებულება საყვარელ ქალებთან, ისინი განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან.

სიფრთხილე გმართებთ ალკოჰოლთან მიმართებაში, ეს გაფრთხილება იანვრის დასაწყისამდე გრძელდება. დაკვირვებით იყავით მედიკამენტებთან და ქიმიურ ნივთიერებებთან.

ზოგმა შეიძლება უჩვეულო გამოსავალი იპოვოს იმ სიტუაციიდან, რაც დიდი ხანი აწუხებდა. მოიცილეთ ცუდი განწყობა, არ იწუწუნოთ და არავინ დაადანაშაულოთ თქვენს უსიამოვნებაში. პირიქით, იყავით ოპტიმისტურ, სასიხარულო განწყობაზე, ეცადეთ, გარშემო მყოფებიც გაამხიარულოთ, ახლობლების მიმართ გამოავლინეთ გულუხვობა. სავსემთვარეობა რამდენიმე დღეზე (2-3) იქონიებს გავლენას, ეცადეთ, საახალწლოდ ყველა ოჯახის წევრი შინ შეკრიბოთ, დედებისა და ბებიების რეცეპტით მოამზადეთ კერძები. შინ ოჯახური, თბილი გარემო შექმნათ და იზრუნოთ თქვენს საყვარელ ადამიანებზე.

ბედნიერ სავსემთვარეობას გისურვებთ!

"2020 წლის 21 დეკემბერს ხდება უმნიშვნელოვანესი მოვლენა" - ასტროლოგი გვიამობს, როგორი იქნება უახლოესი 20 წლის ტენდენციები სამყაროში

2021 წლის ფენ-შუის პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - ვის რა დაეხმარება წარმატებისა და ბედნიერების მოზიდვაში

2021 წლის ნუმეროლოგიური კოდი და პროგნოზი - რა გელით დაბადების თარიღის მიხედვით