ან რატომ იწვევს თქვენში ყველაზე დიდ აგრესიას და გაღიზიანებას. იცით თუ არა, რომ ამგვარ ნიუანსებს, ადამიანში პლანეტარული განლაგება და კონკრეტული ზოდიაქოს ნიშანიც განაპირობებს? დღევანდელ სტატიაში დეტალურად გაგაცნობთ მნიშვნელოვან ინსტრუქციას იმის შესახებ რა არ უნდა მოიმოქმედოთ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშანთან საიმისოდ რომ თავიდან აირიდოთ კონფლიქტები და გაუგებრობა:
მაშ ასე, რას ვერ იტანენ ყველაზე მეტად ზოდიაქოს ნიშნები:
რას ვერ იტანს მერწყული
ორგულობას – ერთი მეგობარი მყავდა და მოკვდა. არა თავად ის კი ცოცხალია, უბრალოდ მეგობარი მოკვდა.
თავისუფლების შეზღუდვას - ნუ იქნები ბარიერი ჩემს გზაზე. სულერთია გადაგახტები ან შემოგივლი, მაგრამ ჩემსას მაინც გავიტან.
რუტინას – მოწყენილობა ყველა ჩემს მიერ ჩადენილ სისულელეს ამართლებს.
საკუთარი ნაკლოვანებების შეხსენებას – თქვენზე უკეთ ვიცი ჩემი ცოდვების ქრონოლოგია-ანთოლოგია.
მტვერს და ბეწვეულს – მერწყულების უმეტესობა ალერგეტიკია, ნუ დაპატიჟებთ მას დაულაგებელ სახლში ან სოფელში ბებიასთან, მატყლის ჩეჩვის პროცესზე დასასწრებად.
ძალდატანებას – თქვენ მე ვერასდროს, ვერაფერს მაიძულებთ... მოვინდომებ მაშინ, როცა თავად მომბეზრდება ამ მდგომარეობაში ყოფნა.
მევალეებს – ფულს არც ვასესხებ, არც ვისესხებ. ვალების ცეცხლივით მეშინია!
უბოდიშოდ გაღვიძებას – გივი! ჩვენ ვართ გივი! - თუ გინდათ ღია ფანჯრიდან გამოფრენილი ნივთი მოგხვდეთ თავში, ჩაატარეთ ოპერაცია კოდური სახელწოდებით "გივი".
კონსერვატორებს – ყველა და ყველაფერი, რაც ნოვაციას ეწინააღმდეგება ჩემი (და არამარტო ჩემი, ასევე კაცობრიობის) მტერია.
ადამიანებს, რომელთაც არ სწამთ უცხოპლანეტელების – თუ მაინცდამაინც შენი სახლის თავზე ჩამომჯდარი მფრინავი თეფში არ გინახავს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი საერთოდ არ არსებობს ბუნებაში!