თუ რა ან რატომ იწვევს თქვენში ყველაზე დიდ აგრესიას და გაღიზიანებას. იცით თუ არა, რომ ამგვარ ნიუანსებს, ადამიანში პლანეტარული განლაგება და კონკრეტული ზოდიაქოს ნიშანიც განაპირობებს? დღევანდელ სტატიაში დეტალურად გაგაცნობთ მნიშვნელოვან ინსტრუქციას იმის შესახებ რა არ უნდა მოიმოქმედოთ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშანთან საიმისოდ რომ თავიდან აირიდოთ კონფლიქტები და გაუგებრობა:
მაშ ასე, რას ვერ იტანენ ყველაზე მეტად ზოდიაქოს ნიშნები:
რას ვერ იტანს მორიელი
ზედაპირულობას – მთავარია გაიგო არსი, მნიშვნელობა არ აქვს რისი...
უუნარობას შური იძიო სხვაზე – ადვილად პატიების უნარი, პიროვნული სისუსტის მაჩვენებელია.
ადამიანებს, ვინც არ იზიარებს მის აზრს – არსებობს მხოლოდ ორი მოსაზრება - ერთი მისი, მეორე მცდარი!
ექიმებს – ყველაზე უკეთ თავად იცის, რა აწუხებს და როგორ უმკურნალოს.
სიყალბეს და ბედოვლათობას – ადამიანების სისუსტით უნდა ისარგებლო, მაგრამ მათ განსჯაში დროის დაკარგვა არ ღირს.
კრიტიკას – თქვენთვის და მისთვის სხვადასხვა ქცევის კოდექსი არსებობს!
ურწმუნოებას - მნიშვნელობა არ აქვს რისი გწამს - ღმერთის, კოსმოსის, ფულის თუ საკუთარი უძლეველობის, მთავარია გწამდეს!
უაზრო ფაციფუცს და ნერვიულობას – აკეთე შენი საქმე, დაე, მოხდეს რაც მოსახდენია.
ლმობიერებას – რატომ უნდა შევიცოდო ვინმე? მე ხომ არავის ვებრალები?!
მეოცნებეებს – ადამიანი თავადაა საკუთარი ბედის მჭედელი! ვარდისფერი სათვალე მოდიდან დიდი ხანია გადავიდა.