რას ვერ იტანენ ზოდიაქოს ნიშნები - რას ვერ იტანს მშვილდოსანი

რას ვერ იტანენ ზოდიაქოს ნიშნები - რას ვერ იტანს მშვილდოსანი

რა ან რატომ იწვევს თქვენში ყველაზე დიდ აგრესიას და გაღიზიანებას. იცით თუ არა, რომ ამგვარ ნიუანსებს, ადამიანში პლანეტარული განლაგება და კონკრეტული ზოდიაქოს ნიშანიც განაპირობებს? დღევანდელ სტატიაში დეტალურად გაგაცნობთ მნიშვნელოვან ინსტრუქციას იმის შესახებ რა არ უნდა მოიმოქმედოთ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშანთან საიმისოდ რომ თავიდან აირიდოთ კონფლიქტები და გაუგებრობა:

მაშ ასე, რას ვერ იტანენ ყველაზე მეტად ზოდიაქოს ნიშნები:

რას ვერ იტანს მშვილდოსანი

სხვისი აზრის პრიორიტეტულობას – ნებისმიერ საკითხში, ბოლო სიტყვა, ისევე როგორც პირველი მხოლოდ მას უნდა ეკუთვნოდეს!

სხვების მომხიბვლელობას – ქალი მშვილდოსნის გვერდით აუცილებლად უნდა იყოს, მასზე ულამაზო (მაგრამ არა მახინჯი) დაქალი. მამაკაცი მშვილდოსნის მეგობარს კი, იუმორის გაცილებით ნაკლები გრძნობა (ან მისი სრული არქონა) მოეთხოვება.

ვინმესთვის მიცემული დაპირების შეხსენებას – რა მოხდა შე კაცო, ზედმეტი არასოდეს დაგილევია?

ზედმეტ მოთხოვნებს – მე ხომ ანკესი გიყიდე, თევზების დაჭერაზე უკვე კეთილი ინებე და თავად იზრუნე.

მოწყენილობას – თუ მე შენთან მოწყენილი ვარ, ე.ი. შენ არ იმსახურებ ჩემს ყურადღებას!

ულამაზო ადამიანებს – თვალს რაც უხარია, ის გულსაც ახალისებს.

ცხოველების მიმართ უპატივცემულობას – ძაღლების სიყვარული, საუკეთესო სავიზიტო ბარათია ჩემთვის!

გადამეტებულ ინდივიდუალიზმს - ეს რა ფასონზე ჩაუცვამს? თავი განსაკუთრებული ჰგონია?

ჭკუის სწავლებას – რჩევებს იქით ვარიგებ, მარცხნივ და მარჯვნივ (უფრო ხშირად მარცხნივ).

გადამეტებულ დამოუკიდებლობას – თუკი გავლენის მოხდენა არ შემიძლია, ე.ი. არ მოვწონვარ, არ მოვწონვარ ე.ი. ცუდი ტიპია.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?