რას ვერ იტანენ ზოდიაქოს ნიშნები - რას ვერ იტანს თევზები

რას ვერ იტანენ ზოდიაქოს ნიშნები - რას ვერ იტანს თევზები

რა ან რატომ იწვევს თქვენში ყველაზე დიდ აგრესიას და გაღიზიანებას. იცით თუ არა, რომ ამგვარ ნიუანსებს, ადამიანში პლანეტარული განლაგება და კონკრეტული ზოდიაქოს ნიშანიც განაპირობებს? დღევანდელ სტატიაში დეტალურად გაგაცნობთ მნიშვნელოვან ინსტრუქციას იმის შესახებ რა არ უნდა მოიმოქმედოთ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშანთან საიმისოდ რომ თავიდან აირიდოთ კონფლიქტები და გაუგებრობა:

მაშ ასე, რას ვერ იტანენ ყველაზე მეტად ზოდიაქოს ნიშნები:

რას ვერ იტანს თევზები

ე.წ. "ცალ კარში თამაშს" - მე, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებ შენთვის, თუ შენი პასუხიც იქნება იგივე.

წვრილმან სიცრუეს – ღმერთო, რატომ მაქვს ასეთი საზიზღარი ინტუიცია!

უნდობლობას – ნებისმიერ თევზს შეუძლია პირზე დუჟ მომდგარმა ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, იმ შემთხვევაშიც კი თუ გულის სიღრმეში, თავადვე ეპარება ეჭვი საკუთარი ნათქვამის სისწორეში.

ლოთობას – ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ პირად რუკაში, ცეცხლის სტიქიის დიდი გავლენა შეინიშნება. სხვა მხრივ კი, თავად იქნება ვისკის ბოთლის განუყრელი ძმაკაცი.

კორპორატიულ ოფიციოზს – თევზი ვერ იტანს ბიუროკრატიას სამსახურში და "არისტოკრატულ გადმონაშთებს".

გაუნათლებლობას – თუ შენთან სასაუბრო თემა არ გამაჩნია, ჩემს ძვირფას დროს ფუჭად ნუ გამოიყენებ.

ცალმხრივ გრძნობებს – როცა მე შენ ასე ძლიერ მიყვარხარ, შენ უბრალოდ ვალდებული ხარ იმავე გრძნობით მიპასუხო!

დაურეცხავ ჭურჭელს – სამზარეულო მაშინ უნდა დაალაგო, როცა იქ ქაოსი სუფევს და არა მაშინ, როცა შენ ეს მოგეხასიათება.

ბიოლოგიურ "ბუებს" – თევზებს ადრე ადგომა უყვართ, შესაბამისად, საპირისპირო ბიორიტმში მცხოვრები ინდივიდები, რომლებიც ღამისთევას აიძულებენ, მათში გაღიზიანებას იწვევენ.

უმადურობას – სიტყვა " მადლობა" ზედმეტი არასოდესაა!

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?