რას ვერ იტანენ ზოდიაქოს ნიშნები - რას ვერ იტანს ტყუპი

რას ვერ იტანენ ზოდიაქოს ნიშნები - რას ვერ იტანს ტყუპი

რა ან რატომ იწვევს თქვენში ყველაზე დიდ აგრესიას და გაღიზიანებას. იცით თუ არა, რომ ამგვარ ნიუანსებს, ადამიანში პლანეტარული განლაგება და კონკრეტული ზოდიაქოს ნიშანიც განაპირობებს? დღევანდელ სტატიაში დეტალურად გაგაცნობთ მნიშვნელოვან ინსტრუქციას იმის შესახებ რა არ უნდა მოიმოქმედოთ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშანთან საიმისოდ რომ თავიდან აირიდოთ კონფლიქტები და გაუგებრობა:

მაშ ასე, რას ვერ იტანენ ყველაზე მეტად ზოდიაქოს ნიშნები:

რას ვერ იტანს ტყუპი

საკუთარი პერსონის მიმართ უპატივცემულობას – ტყუპს საშინლად მოსწონთ ავტორიტეტის როლი.

ჭკუასუსტობას – უინტელექტო ხალხთან მთქნარება ერევა კაცს.

შენელებულად მოაზროვნე ადამიანებს – დრო ფულია, ფული!

მის ნაკლოვანებებზე ყურადღების გამახვილებას – ტყუპი ხომ აპრიორი იდეალურები არიან. საკითხი გასაჩივრებას არ ექვემდებარება!

სხვების მიერ მოყოლილ ისტორიებს – მოსაყოლი და საქაქანო, მას თქვენზე მეტი აქვს!

ადამიანებს, ვინც მასზე წინაა ცხოვრებაში – ტყუპზე წინ მხოლოდ ჰორიზონტის ხაზი უნდა იყოს.

ჩარჩოებსა და შეზღუდვებს – ნუ აიძულებ ჩიხში მოვექცეს, თორემ...

გულჩახვეულ ადამიანებს – შენ ხომ ყველაფერს მომიყვები? თვითონ? თუ მე დაგეხმარო?

ფიზიკური ძალის ნაკლებობას – ვინც სუსტია, ტყუპისთვის რეალურ მეტოქედ არ განიხილება.

ზედმეტ პირდაპირობას – საკუთარ თავზე სიმართლის მოსმენა, მოსაწყენი რამაა.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?