საკუთარი ზოდიაქოს ნიშნის შესწავლით კი ჩვენ რეალურად შეგვიძლია, წინ წამოვწიოთ დადებითი თვისებები და ვიმუშაოთ უარყოფითი ჩვევების დაძლევაზე. ზუსტად ამისთვის გთავაზობთ სტატიათა ციკლს, რომელშიც სათითაოდ გაგაცნობთ ზოდიაქოს ყველა ნიშანს უფრო ახლოს და აგიხსნით, რატომ გაგიღიმათ ბედმა რაკი ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნით მოევლინეთ ქვეყანას...
მაშ ასე, რას ნიშნავს იყო კურო:
1. იყო სტაბილური და მშვიდი.
2. იცოდე ცხოვრების გემო - სიამოვნებას იღებდე კულინარიითაც და ცხოვრებისეული სიტუაციებითაც.
3. იყო დასაყრდენი სხვებისთვის.
4. იყო აუღელვებლობის და "რკინის ნერვების" მქონე ადამიანის განსახიერება.
5. იყო მშრომელი, თავდადებული და საკუთარი მიზნებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ, მტკიცედ მიმავალი ადამიანი.