რატომ გიჭირთ ბავშვთან საერთო ენის გამონახვა - ასტროლოგიურად ყველაზე პრობლემატური დედა-შვილები

რატომ გიჭირთ ბავშვთან საერთო ენის გამონახვა - ასტროლოგიურად  ყველაზე პრობლემატური დედა-შვილები

ხასიათიდან და ტემპერამენტიდან გამომდინარე აბსოლუტურად განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ ცხოვრების ტემპის მიმართ, საყვედურობენ და არცთუ ტაქტიანად, საკუთარ შვილებს ვისაც კოსმოსმა შედარებით უფრო მშვიდი ტემპერამენტი უბოძა. ნებისმიერი ასტროლოგი, რომელიც თქვენი შვილის პირად რუკას ადგენს, გეტყვით, რომ ბიორიტმის და ზოგადად ცხოვრებისადმი ემოციური დამოკიდებულების შეცვლა, მით უმეტეს ბავშვობის ასაკში, უხეში კრიტიკით ან ჩარევით არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად მივიღებთ სოციალურად შეუმდგარ, კომპლექსებით სავსე ინდივიდს, რომელსაც დედის ხატის დამახინჯების გამო აუცილებლად ექნება პრობლემა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან. ეს პრობლემა კი განსაკუთრებული სიმძაფრით ბიჭებზე აისახება. გოგონებთან პირიქით - ხშირად მამა და მასთან დაკავშირებული ემოციები თამაშობს გადამწყვეტ როლს სამომავლოდ პარტნიორების არჩევაში. დღეს გვინდა, ზოგადი კლასიფიკაცია შემოგთავაზოთ ისეთი ტიპის დედაშვილური ურთიერთობის, რომელიც ხშირად არის პრობლემატური, ძირითადად დედის ხასიათის გამო. თუ დააკვირდებით, ყველა ქვემოთ მოყვანილ მაგალითში დედა საკმაოდ დომინანტური ნიშნის წარმომადგენელია - ანუ არის ქალი, რომელშიც ბევრია მამაკაცური ენერგეტიკა.

ვერძი-კირჩხიბი ამგვარი დედა-შვილის პრობლემა ემოციური შეუთავსებლობაა. დედა ვერძი, თავისი არსით აქტიური, მიზანსწრაფული, პრინციპული და შემტევია. კირჩხიბი კი ემოციური, საკმაოდ ფრთხილი და ბუტია. ასეთ სიტუაციაში, დედას მოეთხოვება კარგად გაიაზროს თავისი შვილის ემოციური ბუნება, წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ის ბიჭია აუცილებლად დაუკავშირებს ცხოვრებას დედის ტიპის - კონფლიქტურ, დომინანტ ქალს, რომელთანაც ნამდვილად ვერ იქნება ბედნიერი. თუმცა, ასე შეეცდება იგი დედის გავლენის ქვეცნობიერად კომპენსირებას. რაც შეეხება გოგონას, ამ მხრივაც პრობლემებია მოსალოდნელი. ვერძის სიხისტე და უაპელაციო კრიტიკა, გოგონა კირჩხიბს აუცილებლად გაუჩენს თვითშეფასების დიდ პრობლემას. ამიტომ სამომავლოდ მას გაუჭირდება საკუთარი ქალურობის და მომხიბვლელობის სწორი იდენტიფიკაცია.

მორიელი-ლომი მათ შორის პრობლემა დაბადებიდანვე არის ძალაუფლებისთვის ბრძოლა. მორიელი თავისი ბუნებით დიქტატორი და ხისტია. ეს ხალხი შესანიშნავი მშობელია, თუმცა ლომთან, რომელსაც ძალიან უყვარს საკუთარი უპირატესობის დემონსტრირება და ცდილობს მთელი ოჯახი, თუ მთელი სამყარო არა თავის გარშემო თითის წვერებზე ატრიალოს, მორიელი ერთი-ორად მკაცრი და შეუვალი იქნება. და ზუსტად აქ დაუშვებს დიდ შეცდომას! როგორც დედას მორიელ ქალს მოეთხოვება, ლომ ბიჭს არასოდეს შეულახოს თავმოყვარეობა უხეში და ცინიკური შენიშვნებით. იმიტომ რომ ლომი უზომოდ თავმოყვარე და ამაყი ნიშანია. რაც შეეხება გოგონას, დედა მორიელმა უნდა მისცეს საშუალება, რომ იყოს მსუბუქად კეკლუცი, პრანჭია და აქტიური. რაც მორიელის ბუნებას ხშირად ეწინააღმდეგება და აღიქმება როგორც იაფფასიანი ფლირტი.

თხის რქა-სასწორი ამგვარი დედა-შვილის პრობლემაც ემოციური დისჰარმონიაა. თხის რქა, მოზომილი და ცივია გრძნობების აფიშირებისას, მაშინ როცა ვენერით მართულ სასწორს ჰაერივით სჭირდება მოფერება, კოცნა და ჩახუტება. თანაც რაც შეიძლება ხშირად. ამიტომ იგი არაერთგზის დაადანაშულებს დედას სიმკაცრესა და სიცივეში. რაც თავის მხრივ არ არის სწორი მოსაზრება. დედა თხის რქა საკუთარ სიყვარულს ზრუნვასა და შვილების უკეთეს მომავალზე ფიქრში ატარებს. ეს უნდა გაითვალისწინოს სასწორმა, რომელიც სიყვარულის გამოხატვად ენის მოჩლექით საუბარს მიიჩნევს მხოლოდ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?