რატომ გვეფხანება მარჯვენა ხელი: დიდი თანხა უნდა მივიღოთ, ლატარიას ვიგებთ თუ ვალს გვიბრუნებენ?

რატომ გვეფხანება მარჯვენა ხელი:  დიდი თანხა უნდა მივიღოთ,  ლატარიას ვიგებთ თუ ვალს გვიბრუნებენ?

კარგი ამბავი

პირველი ვერსიით, როცა მარჯვენა ხელის გული გვეფხანება, უკვე ვიცით, რომ დიდი თანხა უნდა მივიღოთ. ეს შეიძლება იყოს ლატარიაში მოგება, პრემიის მიღება ან ძველი ვალის დაბრუნებაა. თუ დააკვირდებით, მარჯვენა ხელი ხელფასის აღებამდე რამდენიმე დღით ადრე გვეფხანება.

მეორე ვერსიით, როცა მარჯვენა ხელი გვეფხანება, ვიღაცას შევხვდებით და ხელს ჩამოვართმევთ. როგორც წესი, ეს ვერსიაც მართლდება და მართლაც, ისეთ ადამიანს ვხვდებით ან ვეცნობით, ვისაც ხელი უნდა ჩამოვართვათ.

მესამე ვერსიით, როცა მარჯვენა ხელი გვეფხანება, საჩუქარს მივიღებთ. ამბობენ, რომ თუ ხელის გულიც გვეფხანება და ხელის ზურგიც, საჩუქარი არ უნდა ავიღოთ, ის წრფელი გულით არაა მორთმეული.

Astrologia

ცუდი ამბავი

ბიოენერგეტიკების აზრით, მარჯვენა ხელი მაშინ გვეფხანება, როცა ნეგატივი გვიგროვდება. გაბრაზება, აგრესია და სიძულვილიც კი გათავისუფლებას საჭიროებს. შეგიძლიათ სანთელი აანთოთ. ან რაიმე სასიამოვნო საქმიანობაზე გადაერთოთ.

არსებობს ვერსია, როცა მარჯვენა ხელი გვეფხანება, მნიშვნელოვანი და რთული სამუშაო გველოდება, რომელიც საბედისწერო გადაწყვეტილებასა და ცხოვრების კარდინალურ ცვლილებას საჭიროებს.

თუ მარჯვენა ხელის ზურგი ან გვერდი გვეფხანება, დაკვირვებული უნდა იყოთ, შეიძლება ვიღაცას თქვენი მოტყუება სურს. მოერიდეთ საეჭვო ადამიანთან დამეგობრებას.

თუ მარჯვენა ხელი მთელი დღის განმავლობაში გეფხანებათ, უსიამოვნების მიმანიშნებელია. ნუ ჩაერთვებით ავანტიურაში. განსაკუთრებით ფინანსურ სფეროში.

Astrologia

როგორ გავაუმჯობესოთ „კარგი“ და მოვიცილოთ „ცუდი“?

უმჯობესია, კარგ მინიშნებებს დაუჯეროთ. თუ დიდი ფულის მიღება გსურთ, მარჯვენა ხელი ხის ზედაპირით მოიფხანეთ. მაგალითად, მაგიდის, თაროს ან სკამის კიდეზე გაუსვით. კიდევ უფრო უკეთესია, თუ ხელს მომუჭავთ და აკოცებთ, ეს ბედნიერების მომტანია. თუ შეხვედრაზე ფიქრობთ ან საჩუქრის მიღება გსურთ, მაგიდაზე სამჯერ დაარტით ხელი და სამჯერ ჩაიჩურჩულეთ: "სურვილი ბედნიერად ამისრულდება".

თუ მარჯვენა ხელის მოფხანვა ცუდად გაქვთ დაცდილი, როგორც კი მოგეფხანებათ, მარილი დაიყარეთ ხელზე. ის მთელ ნეგატივს შეიწოვს. მერე კი ხელებს გამდინარე წყლით დაიბანთ.

გისურვებთ, მარჯვენა ხელის მოფხანვამ მხოლოდ სასიამოვნო ცვლილებები მოგიტანოთ!

მოამზადა რუსუდან გელაშვილმა.