რატომ ხართ არშემდგარი გენიოსი ანუ რას ნიშნავს თუკი ტყუპის ნიშნით მოევლინეთ ამ ქვეყანას

რატომ ხართ არშემდგარი გენიოსი ანუ რას ნიშნავს თუკი ტყუპის ნიშნით მოევლინეთ ამ ქვეყანას

ერთი შეხედვით ბანალურ თუმცა "მარადმწვანე" შეკითხვაზე პასუხის გაცემა – "რომელი ზოდიაქოს ნიშანია ყველაზე კარგი?" საქმე იმაშია ჩემო კარგებო, რომ ზოგადად ასტროლოგიის გადმოსახედიდან არ არსებობს ამ მხრივ სიტყვა კარგის და ცუდის ზუსტი დეფინიცია. ზოდიაქოს ნებისმიერი ნიშანი ფლობს საკუთარ თავში, როგორც დადებით, ისე უარყოფით სახასიათო შტრიხებს, რომელთა გამოვლენა-გაძლიერება ან პირიქით დამუშავება და განეიტრალება, მარტოოდენ პიროვნული განვითარების დონეზე და ნებისყოფის სიძლიერეზეა დამოკიდებული ნებისმიერი ჩვენთაგანის შემთხვევაში.

შესაბამისად, არც ქალწული მამაკაცები წარმოადგენენ საყოველთაო ქირქილის საგანს თავად ამ ნიშნის სახელწოდებიდან გამომდინარე, არც ვერძი ქალები არიან ალქაჯები და ხისთავიანები და არც მორიელები ფლობენ ლეგენდად ქცეულ და დაუშრეტელ სექსუალურ პოტენციალს. ყველაფერი ჩვენს ინდივიდუალიზმსა და პიროვნული განვითარების დონეს ექვემდებარება. თუმცა, საიმისოდ, რომ კიდევ უფრო ახლოს გაგაცნოთ საკუთარი ნიშანი და ამასთან ერთად, უკეთ აგიხსნათ და დაგანახოთ ის, თუ რატომ უნდა იამაყოთ სწორედ იმით, რომ კონკრეტულად ამა თუ იმ ნიშნის წარმომადგენელი ბრძანდებით, მე გადავწყვიტე, დავიწყო სტატიების ციკლი, სადაც ნიშნის მახასიათებლებთან ერთად, თქვენი ზოდიაქოს ცნობილ, წარმატებულ და პოპულარულ წარმომადგენლებს გაგაცნობთ. სწორედ მათი მაგალითით შევეცდები აგიხსნათ ის მარტივი ჭეშმარიტება, თუ როგორ გამოიყენოთ საკუთარი ზოდიაქოს ნიშნის დადებითი მხარეები ცხოვრებაში მაქსიმუმის მისაღწევად, ხოლო უარყოფითს ეფექტური ბრძოლა გამოიცხადოთ.

რა პრიორიტეტები გააჩნია ტყუპს?

"გულისგულში უნდა გჯეროდეს, რომ სწორედ შენ მიაღწევ წარმატებას იქ, სადაც სხვებმა მარცხი განიცადეს" – სერ ართურ კონან დოილი

ამბობენ, რომ ნებისმიერ ადამიანში ორი "მე" ცხოვრობს, – ეგო და ალტერეგო, რომელთა შორისაც გამუდმებით მიდის ჭიდილი. სხვების არ ვიცი, მაგრამ ტყუპის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს შორის, რომ ზემოთ ხსენებული გაორებული ბუნება ნათლადაა სახეზე ეს უდავო ფაქტია. ოღონდ, ამ შემთხვევაში განსხვავება იმაში ვლინდება, რომ სხვა ადამიანებს თუ გაორება აშინებთ, ტყუპი პირიქით, ძალიანაც ერთობა და სხვებსაც ართობს ამ საკუთარი ორსახოვნებით.

ერთი შეხედვით ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ინდივიდი არასერიოზული, ფუქსავატი და ცვალებადი პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებს. თუმცა სიმსუბუქე, რომელიც მმართველი სტიქია ჰაერის გავლენით მიეცათ ზოდიაქოს ამ ნიშანზე დაბადებულ ადამიანებს, არასერიოზულობა კი არაა, ცხოვრებისეული საკითხებისადმი მარტივი ხედვის უანრს ეფუძნება. ამიტომაც ხდება, რომ იშვიათად ნახავთ ტყუპს ცუდ ხასიათზე. თუ მაინც შემოუტევს შავი ფიქრები წამის მეასედში იცვლის განწყობას და მოკლე ხანში თქვენ წინაშე იგი ისევ ღიმილიანი და კომუნიკაბელური სახით წარსდგება.

ტყუპს მაძიებელი ბუნება აქვს. მისი გონება გამუდმებით დაკავებულია ერთბაშად რამდენიმე საფიქრალით, ხელები კი – საქმით. შესაბამისად, მათი ენა და ხელი არასოდეს ჩერდება. ზოგჯერ შეიძლება გაგიკვრიდეთ როგორ ასწრებს იგი ერთდროულად ამდენი რამის კეთებას. თანდაყოლილი სხარტი გონებისა და მოქნილობის გამო, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები ნებისმიერი ცხოვრებისეული სიტუაციიდან ახერხებენ გამოძრომას და შესაშური ოსტატობით ირიდებენ თავიდან კონფლიქტებს.

არცთუ იშვიათად ხდება ისე, რომ ტყუპს ბრალს სდებენ აფერისტობასა და მატყუარობაში. თუმცა, რეალურად საქმე სულ სხვაგვარადაა. ტყუპი შესაძლო დაგპირდეთ რამეს, თუმცა მას დროის აღქმის ძალზე თავისებური, აბსტრაქტული ნიჭი გააჩნია. ამიტომ მისი დანაპირები თუ დღეს არა, ერთი თვის ან ერთი წლის შემდეგ მაინც შესრულდება. ეს ხალხი ვალდებულებებს არასოდეს გაურბის, მაგრამ თუ ძალიან შეაწუხებთ ჭკუის სწავლებითა და ნოტაციებით, თევზივით სხარტად და მოქნილად დაგისხლტებათ ხელიდან.

ტყუპის ხასიათის უმთავრესი უნიკალურობა ხალისიან, ოპტიმისტურ ბუნებას და მომავლის რწმენას ეფუძნება. მას გასაოცარი წარმოსახვის უნარი გააჩნია და ხშირად უყვარს ამბის მოყოლისას ფაქტების შელამაზება. მსოფლიოში ცნობილი მწერალი სერ ართურ კონან დოილი, სწორედ ამ ნიშნის ჭეშმარიტი წარმომადგენელი გახლდათ. მისმა ნაწარმოებებმა და განუმეორებელმა შერლოკ ჰოლმსმა კი წლების მანძილზეც არ დაკარგა აქტუალურობა. ამიტომ ფაქტებისა და არსებული რეალობის შელამაზების სურვილის გამო, სანამ ვინმემ ტყუპს ბრალს ფანტაზიორობაში დასდებს, უპრიანი იქნება იცოდეს, რომ ლიტერატურული ნიჭი და ტყუპის ზოდიაქო ძალზე მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან; ჰოდა, ეს ნუ დაგავიწყდებათ!

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?