არსებობს ხვავის წესი – ახალი რომ შეიძინოთ, ძველი უნდა მოიშოროთ. მარტივად რომ აგიხსნათ, განგება ახლისთვის ადგილს ეძებს და ვერ გიგზავნით, სანამ თქვენ ძველს ხართ ჩაბღაუჭებული.
ფენ-შუის მიხედვით, ძველი ნივთები, ნაგავი ცის სასიცოცხლო ენერგიის შემოსვლას უშლის ხელს.
და კიდევ ერთი დაკვირვების შესახებ (თქვენც დააკვირდით). როცა ადამიანი ძველ სამოსს იცვამს, იპკურებს სუნამოს, რომელსაც წარსულში ხმარობდა, უსმენს სიმღერას თავისი წარსულიდან იგი წარსულში ბრუნდება. ეს ერთგვარი "ღუზაა". თქვენ მას უბრუნდებით მუდამ, როგორც კი კონკრეტული ნივთი, სუნამო, მელოდია რაღაც მოგონებას აღგიძრავთ. და ღუზა ერთ ადგილზე გაჩერებთ, მომავალში გადაადგილების, ახლის შეძენის საშუალებას არ გაძლევთ.
რატომ არ თავისუფლდებით ძველი ნივთებისგან? თუ ფიქრობთ, რომ "იქნებ ახალი უფულობის გამო ვერ შევიძინო" – რთავთ ღატაკის აზროვნებას და ღებულობთ უფულობას. ხოლო თუ ადამიანი ადვილად ყრის ძველ ნივთებს, ფიქრით – "ახალას შევიძენ" განგება ეხმარება, რომ ეს ახალი ნივთი შეიძინოს. მას ერთვება მდიდრის აზროვნება და იღებს სიმდიდრეს.
დაფიქრდით, მეც დავფიქრდები.
დაბოლოს, ძველი ნივთებისგან, ურთიერთობებისგან სავსემთვარეობის შემდეგ ახალმთვარეობამდე გათავისუფლდით, როცა მთვარე იკლებს (უახლოესი ახალი მთვარე 6 აგვისტოს დადგება). ახალ მთვარეზე ჩაიფიქრეთ, რისი შემობრძანება გსურთ თქვენს ცხოვრებაში და დაელოდეთ. წარმატებებს გისურვებთ.