რატომ უნდა იამაყო შენი ზოდიაქოს ნიშნით - ქალწული

რატომ უნდა იამაყო შენი ზოდიაქოს ნიშნით - ქალწული

– " რომელი ზოდიაქოს ნიშანია ყველაზე კარგი?" საქმე იმაშია ჩემო კარგებო, რომ ზოგადად ასტროლოგიის გადმოსახედიდან არ არსებობს ამ მხრივ სიტყვა კარგის და ცუდის ზუსტი დეფინიცია. ზოდიაქოს ნებისმიერი ნიშანი ფლობს საკუთარ თავში, როგორც დადებით, ისე უარყოფით სახასიათო შტრიხებს, რომელთა გამოვლენა-გაძლიერება ან პირიქით დამუშავება და განეიტრალება, მარტოოდენ პიროვნული განვითარების დონეზე და ნებისყოფის სიძლიერეზეა დამოკიდებული ნებისმიერი ჩვენთაგანის შემთხვევაში.

შესაბამისად, არც ქალწული მამაკაცები წარმოადგენენ საყოველთაო ქირქილის საგანს თავად ამ ნიშნის სახელწოდებიდან გამომდინარე, არც ვერძი ქალები არიან ალქაჯები და ხისთავიანები და არც მორიელები ფლობენ ლეგენდად ქცეულ და დაუშრეტელ სექსუალურ პოტენციალს. ყველაფერი ჩვენს ინდივიდუალიზმსა და პიროვნული განვითარების დონეს ექვემდებარება. თუმცა, სიამისოდ, რომ კიდევ უფრო ახლოს გაგაცნოთ საკუთარი ნიშანი და ამასთან ერთად, უკეთ აგიხსნათ და დაგანახოთ ის, თუ რატომ უნდა იამაყოთ სწორედ იმით, რომ კონკრეტულად ამა თუ იმ ნიშნის წარმომადგენელი ბრძანდებით, მე გადავწყვიტე, დავიწყო სტატიების ციკლი, სადაც ნიშნის მახასიათებლებთან ერთად, თქვენი ზოდიაქოს ცნობილ, წარმატებულ და პოპულარულ წარმომადგენლებს გაგაცნობთ. სწორედ მათი მაგალითით შევეცდები აგიხსნათ ის მარტივი ჭეშმარიტება, თუ როგორ გამოიყენოთ საკუთარი ზოდიაქოს ნიშნის დადებითი მხარეები ცხოვრებაში მაქსიმუმის მისაღწევად, ხოლო უარყოფითს ეფერქტური ბრძოლა გამოიცხადოთ.

რა პრიორიტეტები აქვს ქალწულს

"თუკი თქვენ გამუდმებით განსჯით ადამიანებს, რაღა თქმა უნდა, დრო არ გრჩებათ მათი სიყვარულისთვის"

დედა ტერეზა

ქალწული ზოდიაქოს რიგით მეექვსე ნიშანია, რომელიც თავის მხრივ საკუთარ თავში მსახურებისა და სხვებზე ზრუნვის თემას აერთიანებს. ამიტომ ნებისმიერ ქალწულში დევს მოთხოვნილება და ინტუიციური ცოდნა იმისა, როგორ დაეხმაროს გარშემო მყოფებს და ზოგადად, იზრუნოს სხვაზე. თუმცა როგორც ნებისმიერ სხვა დანარჩენ ნიშანს, ქალწულსაც საკმარისად გააჩნია ნეგატიური თვისებები ხასიათში, რაც ხელს უშლის მისი მზრუნველი ბუნების დადებითად გამოვლინებას.

ქალწულის ზოდიაქო დეტალიზაციის "ექსპერტებს" წარმოშობს. შემთხვევითი როდია რომ საყოველთაოდ ცნობილი და სახელგანთქმული "დეტექტივების დედოფალი" – აგატა კრისტი, სწორედ ამ ზოდიაქოს ნიშნით მოევლინა ქვეყანას.

"ქალები გაუცნობიერებლად ამჩნევენ და თავთავის ადგილზე ალაგებენ უმნიშვნელო წვრილმანებს და დეტალებს, რომელსაც მამაკაცები შემდეგ ინტუიციას უწოდებენ" – წერდა კრისტი. თუმცა ამ ფრაზაში, სიმართლის დიდი წილი არა ქალებისთვის დამახასიათებელ ინტუიციას, არამედ ქალწულის ზოდიაქოს ნიშნისთვის ჩვეულ ანალიტიკურ აზროვნების უნარს მიეწერება.

დიახ, დიახ დეტალებისადმი უსაზღვრო ყურადღებიანობა და დედუქციის გასაოცარი უნარი რომ არა, ალბათ ჩვენ გარშემო ძალიან ცოტა იქნებოდა კარგი ექიმების რიცხვიც. ქალწული ხომ სხვა ყველაფერთან ერთად მედიცინის სფეროსაც "კურირებს". შესაბამისად, ნებისმიერი ქალწული ერკვევა ინტუიციურ დონეზე ჯანსაღი კვების, ჰიგიენის, მედიკამენტოზური მკურნალობის ელემენტარულ ნორმებში. წვრილმანების დანახვა-გააზრების ნიჭი, ამ ადამიანების უმთავრესი და დამეთანხმებით უდიდესი ღირსებაა.

თუმცა ამ ფაქტს ორი მხარე აქვს. ერთის მხრივ, რაღა თქმა უნდა, დაკვირვებულობა ქალწულს საკუთარი საქმის უბადლო პროფესიონალად ჩამოყალიბებაში უწყობს ხელს, მეორეს მხრივ კი მას აქვს შესაშური ნიჭი "ბუზი სპილოდ გადააქციოს" და საათობით აკრიტიკოს სხვები. ეს, რა თქმა უნდა, ხშირად ხდება მათთვის, საზოგადოების მხრიდან ერთობ არასასიამოვნო იარლიყის მიკერების საბაბი – დეფინიციით "ტვინის ბურღი". თუმცა, თუკი ქალწული საკუთარი ნიშნის ძლიერ მხარეებს ნაკლოვანებების საპირწონედ დადებს სასწორზე და ნაცვლად გამუდმებული პრეტენზიულობისა, თანდაყოლილ ზრუნვის მომენტს ჩართავს გარშემო მყოფების დასახმარებლად, მას ჭეშმარიტად დიადი საქმეების კეთება შეუძლია.

ამის ნათელი მაგალითი გახლავთ დედა ტერეზა, რომელმაც საკუთარი ზოდიაქოს ნიშნისთვის დამახასიათებელი მსახურების ნიჭი, კაცობრიობას მართლაც რომ ნაყოფიერად მოახმარა. მან შესანიშნავად "დაამუშავა" ქალწულისთვის ჩვეული კრიტიკულობა და დაკვირვების უნარი, გარდაქმნა უანგარო სიკეთის კეთების ჩვევად და რეალურად მიუძღვნა თავი იმ ჭეშმარიტ საქმეს რაც ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის უმთავრესი დევიზია – "ზრუნვა, მსახურება და მკურნალობა".

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?