რეტროგრადული ვენერა - ანუ რატომ არ ღირს პირად ცხოვრებაში სერიოზული ნაბიჯების გადადგმა უახლოესი პერიოდს მანძილზე

რეტროგრადული ვენერა - ანუ რატომ არ ღირს პირად ცხოვრებაში სერიოზული ნაბიჯების გადადგმა უახლოესი პერიოდს მანძილზე

რომელიც ასტროლოგიაში ასე თუ ისე ერკვევა, გეტყვით, რომ არსებობს ამა თუ იმ პლანეტის (ყველასი არა!) რეტროგრადული ფაზა - მარტივად რომ ვთქვათ, პერიოდი, როცა იგი მზეს ჩამორჩება ანუ უკანმავალი ხდება. ასე მაგალითად უახლოეს დღეებში, კერძოდ კი 26 ივლისადან პლანეტა ვენერა დაიწყებს თავის, საკმაოდ ხანგრძლივ რეტრო-ციკლს რის ხარჯზეც პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, მსხვილბიუჯეტიანი საფინანსო გარიგებების დადება, უძრავი ქონების შეძენა და ა.შ. არ არის სასურველი.

აკრძალვა, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს კანონს, ზოგადად სამყარო ანიჭებს ადამიანს არჩევანის თავისუფლებას და ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. უბრალოდ, იმ შემთხვევაში თუ თქვენ ზემოხსენებული ქმედებების განხორციელებას შეეცდებით აუცილებლად მოგიწევთ წარსულში დაშვებული შეცდომების წინაშე აღმოჩენა და ისინი, გარკვეული ბარიერის სახით შეიკვრებიან მოცემულ მომენტში თქვენ წინაშე. ამიტომ სასურველია, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სუფთა სინდისით და საღი გონების კარნახით მიიღოთ მხოლოდ.

რუსი ასტროლოგი ვასილისა ვოლოდინა აფრთხილებს მკითხველს, ის ურთიერთობები, რომელიც 8-11 ივლისის შუალედში მწიფდება და ესკალაციის ფაზას გადის, აუცილებლად გაივლის შეფერხების ორ ძირითად ეტაპს... ამიტომ თუკი თქვენ პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას გეგმავთ, უნდა იცოდეთ, რომ მოგიწევთ დაცდა 7-10 აგვისტომდე. მაშინ, როცა საქმე ასე თუ ისე დაიძვრება წინ... თუმცა, საბოლოო ფინიში მაინც ოქტომბრის 3-5 რიცხვებში იქნება. ამასთან ერთად, ვოლოდინა მოუწოდებს ადამიანებს გაიხსენონ რა ხდებოდა მათ ცხოვრებაში გასული წლის სექტემბრის დასაწყის რიცხვებში (ძირთადად პირადი ურთიერთობების კუთხით) და ამ ეტაპზე არსებული წინააღმდეგობების მიზეზი სწორედ რომ იმ პერიოდში მიმდინარე მოვლენებში ეძებონ. ეს ერთადერთი გზაა, კითხვებზე პასუხების გასაცემად. როგორც ჩანს, რაღაც (ან სულაც ვიღაც) დაგრჩათ წარსულში მნიშვნელოვანი...

იგივე შეეხება თემებს, რომელიც დიდი ფინანსების გამომუშავებას, ქონების ყიდვა-გაყიდვის თემას და ე.წ. "ვენერიულ თემებს" ეხება. მათ შორისაა იმიჯისა და გარეგნობის შეცვლის საკითხებიც.

შესაბამისად, თუკი თქვენ ვერ ახერხებთ ამ ეტაპზე რომელიმე სფეროში პრობლემების გადალახვას, წარსულში მოგიწევთ "მოგზაურობა" ამ პრობლემების ძირითადი საფუძველის საძიებლად.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?